FM97.5 / LIVE

ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ კორონავრუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 30.04.2020
დღეს, 30 აპრილს ახალციხის "ცხელების ცენტრში" კორონავირუსი 30 წლამდე კაცს დაუდასტურდა, იგი კლინიკაში ახალციხის საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს.

ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ კორონავრუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა

"ცხელების ცენტრიდან" გუშინ, 29 აპრილს ლუგარის ლაბორატორიაში 27 პირის ანალიზი გადააგზავნეს, 14 პაციენტის და 13 სამედიცინო პერსონალის.

აქედან კორონავირუსი მხოლოდ ერთს, 30 წლამდე კაცს დაუდასტურდა, რომელსაც რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

"ინფიცირებული ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში იმყოფება, გამოძახებული გვყავს კატასტროფის ჯგუფი და სავარაუდოდ გორის ჰოსპიტალში გადაიყვანენ", – აცხადებენ სამედიცინო დაწესებულებაში.

მათივე ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის მიხედვით, სამედიცინო პერსონალი ორკვირაში ერთხელ, გეგმიურად მოწმდება კორონავირუსზე. დღევანდელი მონაცემებით, ახალციხის "ცხელების ცენტრში" ტესტირება ჩაუტარდა სულ 35 თანამშრომელს.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა სამცხე–ჯავახეთში 16 აპრილს დაფიქსირდა, ინფექცია ახალდაბაში მცხოვრებ ახალგაზრდას დაუდასტურდა. 23 აპრილს კორონავირუსი დაუდგინდა ბორჯომის "ცხელების ცენტრში" მყოფ კიდევ ერთ პირს, რომელიც დაწესებულებაში ბაკურიანის საკარანტინო სივრციდან შეიყვანეს.

25 და 29 აპრილს COVID-19 დაუდასტურდა ახალციხის "ცხელების ცენტრში" მყოფ ორ პაციენტს, ისინი ახალციხის საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს.

30 აპრილის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ერთი ადგილობრივია, ოთხი კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცხოვრები.

საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 539 შემთხვევა. მათგან 178 უკვე გამოჯანმრთელდა. 6 გარდაიცვალა.

[sknews.ge]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ კორონავირუსის მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხის  ‘ცხელების ცენტრში’ კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ ერთ პირს  კორონავირუსი დაუდასტურდა
ბორჯომის 'ცხელების ცენტრში' პაციენტს კორონავირუსი  დაუდასტურდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ 10 პაციენტის ანალიზის პასუხი ცნობილია
ახალციხის 'ცხელების ცენტრში' კორონავირუსზე სამი პაციენტის ანალიზის პასუხი ცნობილია