FM97.5 / LIVE

ქეთევან ხმალაძის ცემა-წამების საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას ელოდებიან

მთავარისიახლე, სამართალი 29.04.2020
ნინოწმინდაში მომხდარ ყაჩაღობაში მსჯავრდებულის, ქეთევან ხმალაძის ცემა-წამების საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებინ. ხმალაძე პასუხისგებაში 2016 წელს მისცეს.

ქეთევან ხმალაძის ცემა-წამების საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას ელოდებიან

ნინოწმინდაში მომხდარი ყაჩაღობის საქმე დასრულებულია, თუმცა სტრასბურგის სასამართლო ყაჩაღობაში მსჯავრდებულის, ქეთევან ხმალაძის საქმეს განიხილავს. ხმალაძის ადვოკატმა, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა, ეკა ქობესაშვილმა „ადამიანის უფლებათა ევრპულმა სასამართლოს“ 2019 წლის ივნისში მიმართა.

ადვოკატი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს მსხვერპლისთვის კონპენსაციის გადახდა შესთავაზა, თუმცა მორიგება არ შედგა.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთი თვის გასვლის შემდეგ, სახელმწიფოს შეტყობინება გამოუგზავნა, სადაც სთავაზობდა სახელმწიფოს ჩვენთან მორიგებას და კომპენსაციის სახით თანხის გადახდას, თუმცა სახელმწიფომ უარი თქვა მორიგების შემოთავაზებაზე. ახლა ველოდებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - ამბობს ქობესაშვილი.

პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის შესახებ, პატიმრობაში მყოფმა ქეთევან ხმალაძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ ციხიდან განხორციელებული სატელეფონო ზარის მეშვეობით ისაუბრა.

ამ საქმის გამოძიებას ხმალაძე 2017 წელსაც მოითხოვდა: „16 საათი, დაკავების შემდეგ, პოლიციაში, პირუტყვებივით გვირტყამდნენ. სამხარეოს უფროსი თემურაზ კალანდაძე მცემდა. ეს საჩივარშიც მივუთითე. გამომძიებელმა გიორგი ფარცახაშვილმა კი დოკუმენტებს ხელს რომ არ ვაწერდი, ორი თითი მომტეხა. ამ საქმის ძიება დაიწყო, ერთხელ დამკითხეს, მაგრამ ამის შემდეგ აღარაფერი ყოფილა“, - იხსენებდა ხმალაძე „სამხრეთის კარიბჭესთან“.

რაც შეეხება ყაჩაღობის საქმეს, რომელში მსჯავრდებულიც ქეთევან ხმალაძეა, იგი უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო და დასრულებულია.

„დაახლოებით ექვსი თვის წინ მივამართეთ უზენაეს სასამართლოს და წარმოებაში არ მიიღო, საქმე მთლიანად დასრუდა“, - ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, საქმე შეეხება 2016 წელს ნინოწმინდაში მომხდარ მკვლელობასა და ყაჩაღობას.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2016 წლის 13 იანვარს ნინოწმინდაში, ჩარენცის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმეში ბრალდებულად 5 პირი ცნო. მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა, ამ ხუთიდან ერთი, თემურ ბერიძე დამნაშავედ მხოლოდ ყაჩაღობაში ცნო და მას 11 წლითა და 6 თვით მიესაჯა პატიმრობა. ასევე 11 წელსა და 6 თვეს გაატარებენ საპატიმროში, ყაჩაღობაში ბრალდებული ნოდარ ართმელაძე და კობა შევარდენიძე. 11 წელი მიუსაჯა მოსამართლემ ივანე გელაშვილს და 9 წელი ქეთევან ხმალაძეს, რომელსაც ბრალი ყაჩაღობაში ედება.

სააპელაციო სასამართლომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

9 წელი ქეთევან ხმალაძეს, 11 წელი დანარჩენებს და ერთი გამართლებული – ხმალაძის საქმე დასრულდა
ქეთევან ხმალაძის საქმის განხილვა სააპელაციოში არაერთხელ გადაიდო
ქეთევან ხმალაძის საქმეში ერთ–ერთ მსჯავრდებულთან საპროცესო გაფორმდა
ქეთევან ხმალაძის საქმეს ორივე მხარე ასაჩივრებს
ქეთევან ხმალაძის საქმის არსებითი განხილვა მესამედ გადაიდო
მოსამართლის განმარტებები ხმალაძის საქმის განაჩენზე
ქეთევან ხმალაძის საქმე სააპელაციოში დასკვნით ეტაპზე გადავიდა