FM97.5 / LIVE

ვინ და რამდენი ლარით გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 29.04.2020
მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ მოქალაქეებს, ვინც დასაქმებულია კერძო სექტორში და პანდემიის პირობებში შეინარჩუნა სამუშაო ადგილი, ხელფასის 20% (საშემოსავლო გადასახადი) მაისიდან 6 თვის განმავლობაში აღარ დაუკავდებათ, თუმცა რა მიზნით იქნება გამოყენებული ეს დანაზოგი, დამსაქმებელი გადაწყვეტს.

ვინ და რამდენი ლარით გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან

გეგმის პრეზენტაციისას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ დამსაქმებლები 750 ლარამდე ხელფასის 20 პროცენტისგან სრულად გათავისუფლდებიან, 1500 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში კი 150 ლარის ოდენობით.

როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ, გამოქვეყნებული ინსტრუქციიდან ირკვევა, გადასახადისგან გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ დასაქმებულებს ხელფასი გაეზრდებათ. მათი განმარტებით საწარმო თავად გადაწყვეტს, საით მიმართოს აღნიშნული თანხა.

„ეს შეღავათი ხარჯებს უმცირებს საწარმოს და მისი გადასაწყვეტია მიმართავს ხელფასის გასაზრდელად თუ უფრო მეტი დაქირავებულის შესანარჩუნებლად”, – ვკითხულობთ ინსტრუქციაში.

დასაქმებული გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან იმ შემთხვევაშიც, თუ კი ის რამდენიმე საწარმოში ერთდროულად მუშაობს.

სამინისტროს განცხადებით შესაბამისი ცვლილება საგადასახადო კოდექსში შევა, რაც იმას ნიშნავს რომ დასაქმებულებს დამატებითი დოკუმენტის წარგდენა არ მოუწევთ.

ცვლილება 1–ლი მაისიდან ამოქმედდება და დასაქმებულებს ექვსი თვით გაათავისუფლებს ბიუჯეტთან პასუხისმგებლობისგან.

ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, რომელიც მთავრობამ 24 აპრილს წარმოადგინა, საშემოსავლო შეღავათების ნაწილში ბიუჯეტს ექვსი თვის განმავლობაში ჯამში 350 მილიონი დააკლდება.

გეგმის მიხედვით, ასევე გათვალისწინებულია უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების სოციალური დახმარება, რაც ითვალისწინებს თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადად 300 ლარის, ოფიციალურად დასაქმებულებისთვის კი 1 200 ლარიან დახმარებას (200 ლარი 6 თვის განმავლობაში).

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის მართვა მთავრობას ბიუჯეტიდან ჯამში 3,5 მილიარდი ლარი დაუჯდება.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

EMC-ის შეფასებით ერთჯერადი სამასლარიანი დახმარების პაკეტი ბევრ კითხვას აჩენს
როგორ მიიღებენ თვითდასაქმებულები ერთჯერად დახმარებას – ფინანსთა სამინისტროს განმარტება
2020 წელს ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან – გახარია
COVID 19 - თვითდასაქმებულებს ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარებიან
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ‘მთის კანონის’ შეღავათები შეგეხოთ
სოციალურად დაუცველი თვითდასაქმებულებიც მიიღებენ ერთჯერად დახმარებას – თამარ ბარკალაია
200 ლარიანი დახმარება მოქალაქეებს ხელფასის დარიცხვისთანავე შეუწყდებათ