FM97.5 / LIVE

COVID-19: როდის დაიწყება შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 29.04.2020
ორკვირიანი ინტერვალებით, საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნა, დაახლოებით სამ თვეს გაგრძელდება. თუ ყველაფერი ექვსპუნქტიანი გეგმის მიხედვით მოხდება, სავარაუდოდ ივლისის ბოლოს ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით.

COVID-19: როდის დაიწყება შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპზე, რომელიც 27 აპრილიდან დაიწყო, შესაძლებელი გახდა ონლაინ ვაჭრობა, ავტომობილებით გადაადგილება და ღია ტიპის აგრალური ბაზრების ფუნქციონირება.

მთავრობის გათვლებით, თუ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდება 11 მაისიდან ქვეყანაში აღდგება სამშენებლო მასალების წარმოება, მუშაობას დაიწყებენ ავტოსამრეცხაოები, შესაძლებელი იქნება კომპიუტერების და პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის შეკეთება და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სტაბილური ეპიდსიტუაციის შემთხვევაში მესამე ეტაპი მაისის ბოლოს უნდა დაიწყოს, რაც ნიშნავს იმას რომ გაიხსნება საცალო და საბითუმო მაღაზიები (გარდა დიდი სავაჭრო ცენტრების) ამავე ეტაპზე გაიხსნება დახურული ტიპის ბაზრობები და საგამომცემლო საქმიანობა.

ვაჭრობის გახსნის შემდეგ, თუკი კვლავ იგივე ეპიდსურათი გევექნება, ორი კვირის თავზე ფუნქციონირებას დაიწყებენ დიდი სავაჭრო ცენტრები, ღია ტიპის რესტორნები, აღდგება ყველა სახის საფინანსო მომსახურება და სილამაზის სალონები და ესთეტიური ცენტრებიც შეძლებენ საქმიანობას. ეს დაახლოებით ივნისის შუა რიცხვებში მოხდება.

ივნისის ბოლოს კი მეხუთე ეტაპია მოსალოდნელი, როდესაც ყველა ტიპის კვების ობიექტი შეძლებს ფუნქციონირებას. ივლისის დასაწყისში კი შეზღუდვებისგან გათავისუფლების ბოლო ეტაპი, სპორტული, გასართობი ღონისძიებები და აზარტული თამაშები იქნება დაშვებული

მთავრობის ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ეკონომიკის გახსნასთან ერთად მოქალაქეებზე სოციალური დახმარების გაცემას მოიცავს, პრემიერმა 24 აპრილს წარადგინა. გეგმის მიხედვით პანდემიით გამოწვეული კრიზისის მართვა ბიუჯეტს ჯამში 3,5 მილიარდი ლარი დაუჯდება.

[რობი ზარიძე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

სავაჭრო ობიექტების გახსნა სეს–ის რეკომენდაციებზე იქნება დამოკიდებული
დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე მთავრობას ექვსეტაპიანი გეგმა აქვს
ღია ტიპის აგრარლული ბაზრები გაიხსნება – კიდევ რა შეზღუდვები მოიხსნება 27 აპრილიდან
პირველი ივნისიდან  მაღაზიები და რესტორნები იხსნება
11 მაისიდან  ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიების გარდა, ყველა სავაჭრო ობიექტი გაიხსნება
ახალციხის და ბორჯომის ბაზრები ისევ დაკეტილია
COVID-19: რა შეზღუდვები მოიხსნება 27 აპრილიდან