FM97.5 / LIVE

ახალციხეში ავარიისას 10 წლამდე ბავშვი დაშავდა

მთავარისიახლე, შემთხვევა 28.04.2020
ახალციხეში, სოფელ მინაძეში მანქანა ველოსიპედით მოძრავ მოზარდს შეეჯახა. დაშავებული კატასტროფის მანქანით თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

ახალციხეში ავარიისას 10 წლამდე ბავშვი დაშავდა

ავარია გუშინ, 27 აპრილს მინაძის ცენტრში, დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა.

როგორც შემთხვევის ადგილთან მდებარე მაღაზიის მეპატრონე ამბობს, მანქანა ახალციხის მიმართულებით მოძრაობდა, როდესაც მოზარდი შეეჯახა.

„ახალქალაქის მხრიდან მოდიოდა მანქანა, ბავშვი ველოსიპედით დაეშვა, ვეღარ გაჩერდა და მანქანას დაეჯახა“,- ამბობს ადგილობრივი.

დაშავებული თავიდან ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ბარძაყის მოტეხილობით შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, კატასტროფის მანქანით გადაიყვანეს.

კლინიკაში განაცხადეს, რომ დაშავებულ მოზარდს ოპერაცია გაუკეთეს და იგი თავს კარგად გრძნობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2020 საქართველოში ორი დღის განმავლობაში წვიმაა ნავარაუდევი

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში ველოსიპედით მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა
ახალქალაქში ქალს მანქანა დაეჯახა
როგორია ახალციხეში ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა
ახალციხეში 33 წლის ქალს მანქანა დაეჯახა
ავარია ბორჯომში – დაშავდა სამი ადამიანი
ახალციხეში ავტომობილი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა
ავარია ახალციხეში – დაშავდა 2 მოქალაქე, დაიმტვრა 6 მანქანა