FM97.5 / LIVE

‘პროდუქტი გადავყარეთ, ქირას ვერ ვიხდით’ - რა მდგომარეობაა ახალციხის რესტორნებსა და სასტუმროებში

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.04.2020
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან, ახალციხეში კვების ობიექტები და სასტუმროები დაიკეტა. ამ პერიოდში მათ არაერთი პრობლემა დაუგროვდათ. ზარალის გამო, რესტორნების ნაწილი კომუნალურებს ვერ იხდის, ფუჭდება და ყრიან მომარაგებულ პროდუქტს.

‘პროდუქტი გადავყარეთ, ქირას ვერ ვიხდით’ - რა მდგომარეობაა ახალციხის რესტორნებსა და სასტუმროებში

ახალციხეში რესტორანი და სასტუმრო „ტყუპები“ დაახლოებით თვენახევრის წინ დაკეტეს. მისი მეპატრონე ელზა გვირჯიშვილი ამბობს, რომ მარტში ოფიციალურად გააფრთხილეს, რომ პანდემიის პრევენციის გამო, მუშაობა უნდა შეეჩერებინა. მომარაგებული პროდუქტი გაუფუჭდა და ზარალი საკმაოდ დიდია.

პრობლემა შეექმნა სასტუმროს ჯავშნებსაც. გაუქმდა წინასწარ დაგეგმილი ვიზიტები. გვირჯიშვილებმა უარი თქვეს ბანკის მიერ სესხზე დაწესებული შეღავათით. შესაბამისად, ცდილობენ სესხი და კომუნალური გადასახადები დაფარონ:

„რამდენადაც გავარკვიეთ, კრედიტის გადავადების შემთხვევაში უფრო მეტი პროცენტი მოგვდიოდა და ამიტომ გვირჩევნია გავიჭიროთ და გადავიხადოთ. ახლა რესტორანიც და სასტუმროც გაჩერებულია, ყველაფერი დაკეტილი, არაფრის გაღების უფლება არ გვაქვს“.

ახალციხეში არსებული რესტრონების ნაწილი ვერ იხდის კომუნალურ გადასახადებს. რამდენიმე დღის წინ, დავალიანების გამო გაზის მიწოდება შეუწყვიტეს „ოლდ ბარს“. ელექტროენერგიის საფასურის გადახდა შეძლეს, გაზის კი ვერა.

„ძირითადად ვეცადე, რომ პროდუქტები არ გაფუჭებულიყო და შეძლებიდაგვარად მოხერხდა, დენი გადავიხადე, გადადებული მქონდა თანხა ამისთვის, მაგრამ გაზის გადახდა ვერ მოვახერხე და ჩამიჭრეს“, - ამბობს „ოლდ ბარის“ მეპატრონე ნინო ერეკლიშვილი.

მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, გარკვეული პერიოდი რესტორანი მიტანის სერვისზეც მუშაობდა, თუმცა ნინო ამბობს, რომ არ გაამართლა, რადგან ხარჯი შემოსავალს ბევრად აღემატებოდა, ამიტომ რესტორანი დახურა და მასთან ერთად თანამშრომლებიც უხელფასოდ დარჩნენ.

„მიტანის სერვისზე ვმუშაობდით, მაგრამ მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა. შეიძლება მხოლოდ ერთი შეკვეთა ყოფილიყო დღეში და არც შემოსავალი იყო იმდენი, რომ ხელფასები მიმეცა. ზარალზე წავედით. ჩემი ოჯახური ბიზნესი ეს იყო, ჩვენი შემოსავალი. ახლა სახლში დავჯექი, მარტო მე კი არა, დაახლოებით ექვსი თანამშრომელიც“.

„ოლდ ბარს“ ღია სივრცეც აქვს, მთავრობის ექვს პუნქტიანი გეგმის მიხედვით, ასეთ კაფეებს მეოთხე ეტაპზე შეუძლიათ ფუნქციონირების აღდგენა.

ნინო ერეკლიშვილი გეგმავს საქმიანობა გააგრძელოს, თუმცა დარწმუნებული არ არის, რომ გაამართლებს.

„გვინდა, რომ გავხსნათ გარე ტერიტორაზე, გარეთ ფანჩატურები გვაქვს და იმით მოწყობას ვაპირებთ, თუმცა არ მგონია, რომ იქნება მუშაობა“.

რთულ სიტუაციაშია რაბათის კომპლექსში არსებული რესტორანი „რაბათიც“. მისი მენეჯერი, ეკა ბახტურიძე ამბობს, რომ კომუნალური გადასახადების გადახდა გაუჭირდა.

„დღგ ვერ გადავიხადეთ და ყადაღა გვადევს. დენის ფული ვისესხე, იმიტომ, რომ მაცივრებში მაქვს პროდუქტები. 600 ლარი გვქონდა დენის გადასახადი და გუშინ ძლივს გადავიხადე, ძალიან ცუდი სიტუაციაა ამ მხრივ. ვიცი, რომ ყველა ასეთ მდგომარეობაშია და სახელმწიფოც რამდენს დაეხმარება?! ამიტომ ვცდილობ, ჩემი ოჯახის სარჩენი მაინც მოვიყვანოთ, წამოვედით სოფელში, რომ მივხედოთ პატარა სოფლის მეურნეობას და დავტვირთო ეზო და ბოსტანი“.

მისივე თქმით, პროდუქტები, რომლის გამოყენებაც ოჯახში შეეძლოთ, წაიღო, თუმცა მაცივრებში დიდი რაოდენობის მარაგი დარჩა - „ჯერ-ჯერობით, რასაც ვადა აქვს ვინახავ და მერე შეიძლება სულ გადასაყრელი გახდეს, ყველაფერს თავისი დრო აქვს“.

ტურისტისა და მომხმარებლის გარეშე დარჩა, ციალა შავაძის ორი საოჯახო სასტუმრო და ერთი რესტორანი. ამბობს, რომ ორივე სასტუმროში ჯავშნები გაუქმდა, რესტორნის პროდუქტი გააჩუქა და ფაქტობრივად, ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა:

„ზარალი გვაქვს, დიდი. გაჩერებულები ვართ, ვერაფერს ვაკეთებთ. ტურისტი არ შემოდის, მათზე ვიყავით დამოკიდებული ჩვენ და ბევრი ჯავშანი გაუქმდა. არადა, ამ დასახლებაში პირველებმა გავხსენით საოჯახო სასტუმრო და კარგად ვმუშაობდით“.

ციალას სამი ობიექტიდან ერთ-ერთისთვის ფართი ნაქირავები აქვს, თუმცა ამბობს, რომ ამ თვეში ქირისთვის თანხის მობილიზებას ვერ ახერხებს:

„ავიღე მეზობლის ფართიც, მოვაწყე სასტუმრო და ქირას ვიხდი 1000 ლარს. აქამდე გადანახული ფულით გავისტუმრე ქირა, მაგრამ ახლა რანაირად გადავიხდით არ ვიცი. ვზივარ და ვფიქრობ, არანაირი იმედის ნაპერწკალი არ არის, საზღვრები თუ არ გაიხსნა, ვინ შემოვა?!“.

21 მარტიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, საკვები ობიექტების მუშაობაც შეჩერდა.

შეზღუდვების მოხსნის შესახებ, მთავრობის ექვსეტაპიანი გეგმის შესაბამისად, ყველა ტიპის რესტორნებისა და კვების ობიექტების მუშაობის აღდგენა მეხუთე ეტაპზე იგეგმება. რაც იმას ნიშნავს, რომ დახურული რესტორნები და კაფეები მომხმარებლებს ივნისის შუა რიცხვებამდე ვერ მიიღებენ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რა პრობლემებზე საუბრობენ სასტუმროების მეპატრონეები სამცხე–ჯავახეთში
ახალქალაქში გადასახადების შემცირებას ელიან
როგორ მუშაობენ კვების ობიექტები ახალციხეში რეგულაციების შემდეგ
ახალციხეში სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები ზარალზე საუბრობენ
‘თუ კორპორაციული საღამოები არ იქნება, მოგებაზე ვერ გავალთ’ - ახალციხის რესტორნები
სამცხე-ჯავახეთში დავალიანების გამო გაზის შეწყვეტა დაიწყო
ახალციხის სასტუმროებში ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ