FM97.5 / LIVE

COVID-19: თურქეთში ახალი შემთხვევები იკლებს – რა ხდება მეზობელ ქვეყნებში

მთავარისიახლე, კორონავირუსი 28.04.2020
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე ცხელი წერტილი რუსეთია, სადაც ყველაზე მეტი – 6 441 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა დღეს, 110 ათასზე მეტი კოვოდინფიცირებულია თურქეთში, სადაც ბოლო კვირაში ახალმა შემთხვევებმა იკლო. 1 700 ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული აზერბაიჯანსა და სომხეთში.

COVID-19: თურქეთში ახალი შემთხვევები იკლებს – რა ხდება მეზობელ ქვეყნებში

ახალი შემთხვევების კლებასთან ერთად იზრდება გამოჯანმრთელებულთა რიცხვი თურქეთში, სადაც 112 261 ადამიანიდან, 33 ათასზე მეტმა ვირუსი უკვე დაამარცხა, Covid-19-ის მსხვერპლი აქ 2 900 ადამიანია.

93 558 შემთხვევაა რუსეთში, საიდანაც 8 456 გამოჯანმრთელდა, 867 კი გარდაიცვალა, აქედან 73 – გასულ 24 საათში. ქვეყანაში მესამე დღეა ახალი შემთხვევების რაოდენობა 6 ათასს აჭარბებს.

Covid-19–ით ერთი ადამიანი გარდაიცვალა დღეს სომხეთში, 59 კი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში აქ 1 867 ინფიცირების, 866 გამოჯანმრთელების და 30 გარდაცვალების შემთხვევაა.

1 717 შემთხვევაა გამოვლენილი აზრბაიჯანში, საიდანაც გამოჯანმრთელებულად 1 221 ითვლება, ხოლო 22 – გარდაიცვალა. ქვეყანაში დღეს 39 ადამიანს დაუდგინდა Covd-19.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 511 დადასტურებული, 156 გამოჯანმრთელების და 6 გარდაცვალების შემთხვევაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, 21 მარტიდან კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, რომელსაც 31 მარტს კომენდანტის საათი და „ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმი“ დაემატა. 22 აპრილს საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით – 22 მაისამდე გახანგრძლივდა. 24 აპრილს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც დაწესებული შეზღუდვების მოხსნა 6 ეტაპად მოხდება. გარდა ამისა, გეგმით განსაზღვრულია ბიზნესის და მოქალაქეების დახმარება, რისთვისაც 3,5 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

[რობი ზარიძე]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

COVID-19: რა ხდება მეზობელ ქვეყნებში
რუსეთში ერთ დღეში COVID-19-ის 10 581 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
COVID-19: მდგომარეობა მეზობელ ქვეყნებში
Covid-19: თურქეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს მიაღწია
COVID-19: რა მდგომარეობაა მეზობელ ქვეყნებში
COVID-19: მსოფლიოში გარდაცვლილთა რაოდენობამ  300 ათასს გადააჭარბა
COVID-19: რუსეთმა დადასტურებული შემთხვევებით საფრანგეთსა და გერმანიას გაუსწრო