FM97.5 / LIVE

უმჯობესია ხელები ხშირად დაიბანოთ, ვიდრე მთელი დღე დაუმუშავებელი ხელთათმანი გეკეთოთ – ხათუნა ზახაშვილი

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 28.04.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ხელთათმანების არასწორად გამოყენება შესაძლოა პირიქით, ზიანის მომტანი იყოს.

უმჯობესია ხელები ხშირად დაიბანოთ, ვიდრე მთელი დღე დაუმუშავებელი ხელთათმანი გეკეთოთ – ხათუნა ზახაშვილი

„გარკვეული წახალისება მიმდინარეობს ხელთათმანების გამოყენების და ხშირად ვხედავთ, ხელთათმანიან ადამიანებს ყველგან, ხანდახან ისეთ სივრცეში, სადაც აუცილებელი არაა. ხელთათმანების გამოყენებისას ფრთხილად იყავით, არ ჩათვალოთ, რომ რადგან ხელთათმანი გიკეთიათ უსაფრთხოდ ხართ. ის ისევე ისვრება, როგორც ჩვენი ხელები და თუ არ მოხდა მისი ხშირი ცვლა, იგივე საფრთხეებს შეგიქმნით, რასაც თქვენივე დაბინძურებული ხელები“, – განაცხადა ზახაშვილმა.

მისი თქმით, ხელების ხშირი დაბანვა უკეთესია, ვიდრე მთელი დღე ხელთათმანების ტარება: „უმჯობესია ხელი ხშირად დაიბანოთ, ვიდრე მთელი დღე გეკეთოთ ერთი და იგივე დაუმუშავებელი ხელთათმანი და ამით გაზარდოთ თქვენი ჯანმრთელობისის რისკები“.

ზახაშვილმა ასევე განმარტა, რომ ნიღბების გამოცვლა 2–3 საათში ერთხელ უნდა მოხდეს. მისი თქმით, უმჯობესია ნიღაბი დაავადებულმა ადამიანმა გამოიყენოს, რადგან ამ დროს 75%-ით მცირდება ჯანმრთელ ადამიანზე დაავადების გადაცემის რისკი.

„თუ ნიღაბს იყენებს ჯანმრთელი ადამიანი და დაავადებულს არ უკეთია ის, მაშინ დაავადების მიღების რისკი შემცირებულია, დაახლოებით, ნახევარჯერ, ხოლო თუ იყენებს ორივე, რისკი, რომ დაავადებულმა გადასცეს და ჯანმრთელმა მიიღოს, Covid-ის გამომწვევი, არის მინიმალური.

ძალიან გთხოვთ ყველას, რომ ნიღბის გამოყენებისას აუცილებლად წინასწარ დაიბანოთ ხელები, სახეზე გაიკეთეთ ნიღაბი სუფთა ხელებით, ცხვირის მოსარგები არე კარგად მოირგეთ, რომ ნიღაბი არ ცურავდეს ცხვირიდან, ის აუცილებლად უნდა ფარავდეს ცხვირს და პირს ერთდროულად და ხშირად ნუ შეეხებით ნიღაბს ხელით. ნიღაბზე გარედან შეხება გაგიზრდით ხელების დაბინძურების რისკს, რითაც შეიძლება საფრთხეები გაზარდოთ და მიიღოთ არასასურველი შედეგი,“ - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

28 აპრილის 12:00 საათის მონამცემებით stopcov.ge- ზე ასე გამოიყურება:
• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 511
* მათ შორის გამოჯანმრთელებული - 156
* მათ შორის გარდაცვლილი - 6
* კარანტინის რეჟიმში - 5 085
* სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558
* უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები- 3

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

[ნუკა სტეფნაძე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

COVID-19: უნდა გავუკეთოთ თუ არა 2 წლამდე ასაკის ბავშვს პირბადე
'თუ ნიღაბი უკეთია დაავადებულსაც და ჯანმრთელსაც, ნულამდეა დაავადების რისკი' – იმნაძე
საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, რეკომენდებულია პირბადის გამოყენება – ხათუნა ზახაშვილი
COVID-19: კორონავირუსით ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
'ნუ იქმნით ხელთათმანით დაცულობის ყალბ შეგრძნებას' - პაატა იმნაძე
საქართველოში COVID-19–ით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
30 აპრილს კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა