FM97.5 / LIVE

‘80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს’- მინისტრი

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 27.04.2020
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან ისინი გაიხსნება, რომლებიც სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მედიკოსების მიერ შემუშავებულ გაიდლაინში არსებულ ჰიგიენურ და სანიტარულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

‘80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს’- მინისტრი

დავითაშვილის თქმით დღეს, აღნიშნული ბაზრების უმრავლესობა ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

„ჩვენ არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა რომ დღეიდან იფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული ან მიჩვეული ვართ, რომ მუშაობდა. შესაბამისად, ყველა ის აგრარული ბაზარი, რომელიც საჭიროებს მუშაობას, მნიშვნელოვანია, რომ აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს, რომლებიც გაწერილია ამ გაიდლაინებით. ეს ეხება, როგორც მიკვლევადობას მოვაჭრე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე პროდუქციის შესვლის და გასვლის სანიტარულ ზედამხედველობას, ეს ეხება სადეზინფექციო სამუშაოების სწორად ჩატარებას, თერმოსკრინინგს, პირბადეების აუცილებლად ტარებას და სხვა იმ მოთხოვნებს, რომლებიც დღეს გაწერილია საგანგებო ვითარების პირობებში“, - ამბობს მინისტრი.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტებში ბაზრების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად იღებს შტაბიც, რომელსაც მხარის რწმუნებულები ხელმძღვანელობენ. მან აღნიშნა, რომ ბაზრების გახსნა ეტაპობრივად მოხდება.

„მუნიციპალიტეტებში, მათ შორის ქალაქ თბილისში, ეტაპობრივად მოხდება იმ აგრარული ბაზრების ფუნქციონირების აღდგენა, რომლებიც ამ მომენტისთვის არ მუშაობდა. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში აგრარული ბაზარი მუშაობდა იმ წესების დაცვით, რომლებიც იყო გაწერილი.

ბაზრები, რომელებიც აკმაყოფილებენ ახალ სტანდარტებს, რა თქმა უნდა კავშირში არიან სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და საბოლოო გადაწყვეტილებას სურსათის ეროვნული სააგენტოსთან ერთად იღებს ადგილზე მოქმედი შტაბები, რომლებიც თითოეული რეგიონში გუბერნატორების ხელმძღვანელობით არის შექმნილი“.

ცნობისთვის, დღეიდან 27 აპრილიდან, აღდგება მსუბუქი მანქანებით და ტაქსებით გადაადგილება, გარდა ამისა გაიხსნება ღია ტიპის აგრარული ბაზრები და დაიშვება ონლაინ ვაჭრობა.

[მარიამ ბარძიმაძე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში ახალქალაქის ბაზარი გაიხსნა - სეს

ახალციხის და ბორჯომის ბაზრები ისევ დაკეტილია
‘აგრარული ბაზრები მითითებული სტანდარტების მიხედვით შეძლებენ ფუნქციონირებას' – ლევან დავითაშვილი
ბორჯომის აგრარული ბაზარი გაიხსნა
COVID-19: რა შეზღუდვები მოიხსნება 27 აპრილიდან
‘სეს-ის ნებართვას ველოდებით’ - როდის გაიხსნება ახალციხის ბაზარი
ღია ტიპის აგრარლული ბაზრები გაიხსნება – კიდევ რა შეზღუდვები მოიხსნება 27 აპრილიდან