FM97.5 / LIVE

TI: იკვეთება დეპუტატ მარიამ საჯაიას მიერ პარლამენტის რეგლამენტის შესაძლო დარღვევის ფაქტი

მთავარიპოლიტიკა 08.11.2013
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" დეპუტატ მარიამ საჯაიას მიერ საპარლამენტო სხდომების გაცდენის საკიტხო შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ საჯაია ივლის-ნოემბერში გამართული 35 სხდომიდან მხოლოდ ერთს დაესწრო, თუმცა კუთვნილ ხელფასს მაინც იღებს.

TI: იკვეთება დეპუტატ მარიამ საჯაიას მიერ პარლამენტის რეგლამენტის შესაძლო დარღვევის ფაქტი
"31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და სხვა წევრები დეპუტატ მარიამ საჯაიას მიერ სხდომების სისტემატურად გაცდენის საკითხით დაინტერესდნენ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დეპუტატის მიერ წარმოდგენილ განცხადებებში სხდომების გაცდენის მიზეზად ოჯახური მდგომარეობა სახელდება, თუმცა მათი ინფორმაციით, გაცდენების რეალური მიზეზი მარიამ საჯაიას სასწავლო მიზნით საზღვარგარეთ ყოფნაა. ჩვენ მიერ ამ საკითხის შესწავლამ რამდენიმე ყურადსაღები ფაქტი გამოკვეთა, რაც, ჩვენი აზრით, საზოგადოებისთვის საინტერესო უნდა იყოს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ამ საკითხზე პარლამენტს ჯერ კიდევ 21 ოქტომბერს მიმართა წერილობით. როგორც აღმოჩნდა, დეპუტატი საჯაია იმ ორი კომიტეტის მიერ, რომლის წევრიც არის, ივლის-ნოემბერში გამართული 35 სხდომიდან მხოლოდ ერთს დაესწრო, თუმცა კუთვნილ ხელფასს მაინც იღებს. გაცდენის მიზეზად დეპუტატი მართლაც ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს, მაგრამ გაუგებარია უცხო ქვეყანაში სასწავლებლად ყოფნა ამ კატეგორიაში როგორ ხვდება. პარლამენტი დეპუტატს გაცდენის ამ მიზეზს საპატიოდ უთვლის, თუმცა მას სამი არასაპატიო გაცდენა მაინც დაუგროვდა, რაც ხელფასის 10%-ის დაქვითვას ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ეს საკითხი დღის წესიგში ჯერ არ დაუყენებია. კიდევ უფრო საინტერესოა ის ფაქტი, რომ დეპუტატისთვის ყოველთვიურად დარიცხული 4190 ლარიდან, წესისამებრ, 1790 ლარი განკუთვნილია სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის, ხოლო 400 ლარი - სატრანსპორტო მომსახურებისთვის, თუმცა გაუგებარია ქვეყანაში არმყოფ ადამიანს დეპუტატის საქმიანობასთან დაკავშირებული რა სატრანსპორტო ან სხვა სახის ხარჯი უნდა ჰქონდეს და რატომ უნდა ეძლეოდეს ამისთვის თანხა.

მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი ინფორმაციის შედეგად იკვეთება დეპუტატ მარიამ საჯაიას მიერ პარლამენტის რეგლამენტის შესაძლო დარღვევის ფაქტი. პარლამენტმა აუცილებლად უნდა იმსჯელოს და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება საჯაიასთვის ხელფასის დაქვითვის კუთხით. ამასთანავე, სასწავლებლად წასვლა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ვერ ჩაითვლება გაცდენის საპატიო (ოჯახური მდგომარეობის გამო) მიზეზად. შესაბამისად, პარლამენტმა ამ საკითხზეც უნდა იმსჯელოს. ასევე, მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათთვის მინიჭებულ მანდატს და კეთილსინდისიერად აღასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები", - ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობის განცხადებაში.

[sknews.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა სხდომები არასაპატიო მიზეზით 334–ჯერ გააცდინეს – გამჭვირვალობა
მერვე მოწვევის პარლამენტის მუშაობა ციფრებში
‘ოცნება არის ჭუჭყი, რომელიც უნდა ჩამოვირეცხო’ – გედევან ფოფხაძე
ახალციხის ორი მოწვევის საკრებულოს ყველაზე გამცდენი დეპუტატი კობა გელაშვილია
ახალციხის საკრებულოს სხდომებზე ყველაზე მეტი გაცდენა დეპუტატ კობა გელაშვილს აქვს
ბორჯომის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს დეპუტატის უფლებამოსილებასაც უწყვეტენ