FM97.5 / LIVE

'ქართული ოცნება მალავს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას' - ვანო მერაბიშვილი

მთავარისიახლე, კორონავირუსი 25.04.2020
ყოფილი პრემიერი და ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი მთავრობისგან, კატეგორიულად მოითხოვს "შეწყდეს სტატისტიკის გაყალბება, ჩატარდეს ფართომასშტაბიანი ტესტირება და მოსახლეობამ მიიღოს რეალური ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ".

'ქართული ოცნება მალავს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას' - ვანო მერაბიშვილი
ფოტო: ნეტგაზეთი
"მარინა ეზუგბაიას წამოცდენამ ცხადი გახადა, რომ ქართული ოცნება მალავს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას. არ იქნება ტესტირება, არ გვეყოლება ინფიცირებული - უფრო სწორად, არ გვექნება ინფორმაცია მათ შესახებ - ეს არის ოცნების მთავრობის სტრატეგია", – წერს ფეისბუკზე ვანო მერაბიშვილი.

მისი თქმით, წლების მანძილზე, ანალოგიურად აყალბებდა ოცნება დანაშაულის რეალურ სტატისტიკას, ინფლაციის მაჩვენებლებს, უმუშევართა რაოდენობას და ა.შ.

"მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ერთ სულ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების რაოდენობით, საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც.

მაშინ, როცა ეკონომიკა გაჩერებულია და ხელისუფლება დაბალი რიცხვებით იწონებს თავს, აღმოჩნდა, რომ ეს მონაცემები ივანიშვილის მთავრობის მორიგ აფიორას ეფუძნება.

კატეგორიულად მოვითხოვთ მთავრობისგან, შეწყდეს სტატისტიკის გაყალბება, ჩატარდეს ფართომასშტაბიანი ტესტირება და მოსახლეობამ მიიღოს რეალური ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ", – წერს მერაბიშვილი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღეს განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში 25 ახალი შემთხვევა აგრესიული ტესტირებისა და ბოლნისის კონტაქტების კვლევის შედეგია.

[sknews.ge]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

25 ახალი შემთხვევა მასშტაბური კვლევის შედეგია – მარინა ეზუგბაია
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 174-მდე გაიზარდა
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა
კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია – მარინა ეზუგბაია
პირველადი ტესტით მეორე პაციენტიც გამოჯანმრთელდა
როგორია კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა
ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა არ გაუარესებულა – მარინა ეზუგბაია