FM97.5 / LIVE

სომეხთა გენოციდიდან 105 წელი გავიდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.04.2020
დღეს 24 აპრილს სომეხთა გენოციდიდან 105 წელი გავიდა. ახალციხის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში 1915 წლის გენოციდის დროს დაღუპულთა მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.

სომეხთა გენოციდიდან 105 წელი გავიდა

ქვეყანაში გავრცელებული კორონავირუსის გამო, ეთნიკურად სომეხმა სასულიერო პირებმა 10:00 საათზე პარაკლისი მრევლის გარეშე გადაიხადეს.
წირვის შემდეგ, სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირები: მღვდელი თორგომ ვარდანიანი და მიტროპოლიტი ჰაკობ საჰაკიანი მარდის დასახლებაში გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ. საგანგებო მდგომარეობის გამო, მემორიალთან მოსახლეობა არ მისულა.

ახალციხეში სომეხთა გენოციდს მსვლელობით 1987 წლიდან აღნიშნავენ. ადგილობრივები შეძახილით „აღიარე“ თურქეთსა და მსოფლიოს 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი გენოციდის აღიარებისაკენ მოუწოდებენ. წელს მსვლელობა არ გაიმართა, 23 აპრილის ღამეს ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ, გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ნიშნად, სანთლები სახლის ფანჯრებთან აანთეს.

1915 წლის 24 აპრილი სომხების მასობრივი დეპორტაციის დაწყების თარიღია, როდესაც ხელისუფლებამ 250–მდე სომეხი ინტელექტუალი და თემის ლიდერი ჯერ დააპატიმრა, შემდეგ კი, სიკვდილით დასაჯა. სომხები, რომლებიც ოსმალთა იმპერიის არმიაში მსახურობდნენ, განაიარაღეს და მოკლეს, კონფისკაცია გაუკეთეს სომხების ქონებასაც. ეს პროცესი 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. სამი წლის განმავლობაში 1,5 მილიონზე მეტი სომეხი ეროვნების მოქალაქე დაიღუპა.

2015 წლის მონაცემებით, 1915 წლის მოვლენებს გენოციდად 28 ქვეყნის მთავრობა აღიარებს, მათ შორის არგენტინა, ბელგია, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუსეთი და ურუგვაი (პირველი ქვეყანა, რომელმაც 1965 წელს აღიარა). 1915 წელს რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა მოვლენას „XX საუკუნის პირველი გენოციდი“ უწოდა. გენოციდი ასევე აღიარა ევროპარლამენტმა.

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.07.2020 კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა - შემოსავლების სამსახური

11.07.2020 ‘4 თვეა შემოსავლის გარეშე ვართ’ – პანდემიის გამო საქორწილო ბიზნესი მნიშვნელოვნად დაზარალდა

11.07.2020 11 ივლისს საქართველოში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

10.07.2020 ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს: 'ხვალ დილით მწყემსები დატოვებენ მთას' [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სომეხთა გენოციდის 105 – ე წლისთავთან დაკავშირებით ახალციხეში სანთლები აანთეს
სომეხთა გენცოდის 105 – ე წლისთავთან დაკავშირებით მსვლელობა არ გაიმართება
აშშ-ს სენატმა სომეხთა გენოციდი აღიარა
სომეხთა გენოციდიდან 101 წელი გავიდა [Photo]
ახალციხეში სომეხთა გენოციდის 101–ე წლისთავი აღნიშნეს [Video]
‘აღიარე’ – სომეხთა გენოციდიდან 104 წელი გავიდა [ფოტო/ვიდეო]
აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ სომეხთა გენოციდი აღიარა