FM97.5 / LIVE

რა შემთხვევაში მუშაობენ ახალციხის სტომატოლოგიური კლინიკები

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.04.2020
ახალციხეში არსებული სტომატოლოგიური კლინიკები მუშაობას საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად, 22 მაისამდე ვერ განაახლებენ. მათი ნაწილი მხოლოდ მაშინ იღებს პაციენტს, თუ მას მწვავე-გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება. თუმცა ამ შემთხვევაშიც, აუცილებელია პაციენტმაც და ექიმმაც კონკრეტული რეკომენდაციები დაიცვან.

რა შემთხვევაში მუშაობენ ახალციხის სტომატოლოგიური კლინიკები
ფოტო: „Dental House”

სტომატოლოგიურ კლინიკებს მუშაობის გაგრძელება მას შემდეგ აეკრძალათ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ახალციხელი სტომატოლოგები ამბობენ, რომ გეგმიური პაციენტების მიღება ეკრძალებათ, თუმცა გასული ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე ადამიანს მხოლოდ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

ასეთი შემთხვევების დროს, მათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი რეკომენდაციები უნდა დაიცვან, რომლის მიხედვითაც, რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე პაციენტის გასინჯვის დროს, სტომატოლოგი აღჭურვილ უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:

- ერთჯერადი რესპირატორი N95 ან ქირურგიული ნიღაბი
- ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანი (არასტერილური)
- ერთჯერადი წყალგაუმტარი სამედიცინო ხალათი
- თვალების დამცავი საშუალებები (ინდივიდუალური დაცვის სათვალე, სახის ფარი)
- ბახილები

ახალციხეში არსებულმა სტომატოლოგიურ კლინიკამ „Dental House” მითითებების შესაბამისად მუშაობა 20 მარტიდან შეწყვიტა. გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში დახმარების საშუალება აქვთ, თუმცა მანქანით გადაადგილების შეზღუდვის გამო, პაციენტებს მხოლოდ ქალაქ ვალეში არსებულ კლინიკაში იღებენ.

სტომატოლოგი გიორგი მანველიშვილი ამბობს, რომ პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომების დაცვა და შესაბამისი აღჭურვილობის ქონა, რაც რეგიონებში მომარაგების მხრივ პრობლემას ქმნის.

„მწვავე შემთხვევაში გვაქვს დახმარების უფლება, ოღონდ ექიმს თუ აქვს შესაბამისი აღჭურვილობა იმ შემთხვევაში. რეგიონებში აღჭურვილობის დეფიციტიც არის, მაგალითად საჭიროა რესპირატორი N95, რომელიც მაგალითად ჩვენ ერთი გვაქვს და გამოგზავნაც პრობლემაა. ერთჯერადი ხალათი უნდა გვეცვას, სპეციალური ნიღაბი, დამცავი სათვალე და მთელი აღჭურვილობაა, რაც თავისთავად ზრდის მომსახურების ბიუჯეტსაც“.

მისივე თქმით, ასეთ დროს თბილისში ის კლინიკები ემსახურებიან პაციენტებს, რმლებსაც ბოქსირებული განყოფილებებიც აქვთ.

გასული ერთი თვის განმავლობაში, გადაუდებელი შემთხვევების გამო, ადგილობრივებმა მიმართეს სტომატოლოგ რობერტ პაპოიანსაც. ამბობს, რომ აღჭურვილობა შეიძინა, რაც შეეხება რესპირატორს, ამისი საჭიროება ჯერჯერობით არ ჰქონია.

„ნიღაბი, დამცავი ფარი, რომელიც მთლიანად ფარავს სახეს, სათვალეები, ხელთათმანი და ერთჯერადი ინსტრუმენტებია საჭირო. ჩვეულებრივი პირბადეებითაც შეგვიძლია მუშაობა, ჯანდაცვას რესპირატორის შესახებ არაფერი უთქვამს ჯერჯერობით. ახლა როცა მანქანით გადაადგილების პრობლემაა, კლინიკამდე მისვლა ფეხით მიწევს“, - ამბობს პაპოიანი.

სტომატოლოგი იმედა ინასარიძე ამბობს, რომ მანქანით გადაადგილების შეზღუდვამ ექიმებზე მეტად პაციენტები დააზარალა, რადგან რეგიონების სოფლებში მცხოვრებლები კლინიკამდე მისვლას ვერ ახერხებენ.

„რამდენიმე გადაუდებელი შემთხვევა იყო ამ პერიოდში - კბილის ამოღება და ნერვის ამოღება. სპეციალური ფარები გვაქვს, პირბადეები და ისე ვმუშაობთ, მაგრამ რეგიონებიდან ჩამოსვლა უჭირთ პაციენტებს, მაღალმთიანი სოფლებიდან ვერ მოდიან, ამიტომ ონლაინში ვუნიშნავთ წამლებს“.

შეძლების მიხედვით, დისტანციურ მომსახურებაზე გადავიდნენ სხვა სტომატოლოგებიც: „ისეთი პაციენტი არ ყოფილა, ვისაც მოსვლა დასჭირდებოდა. თერაპიული მკურნალობითაც შესაძლებელია, რომ შეჩერდეს გარკვეული პროცესი. სპეციალური აღჭურვილობა, დეზობარიერი, ხსნარები და სრული ეკიპირებაა საჭირო, ეს ყველაფერი გვაქვს და თუ გასიებული აქვს ვინმეს კბილი, პაციენტის მდგომარეობა რთულია და სხვა გამოსავალი არ არის, ხომ ვერ გაწირავ?! ამიტომ ყველაფრით მზად ვართ“, - ამბობს სტომატოლოგი ლელა მერაბიშვილი.

პირველად დახმარებას აღმოგიჩენენ არტურ ბალასანიანის კლინიკაშიც. სტომატოლოგი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი ამ პერიოდში ე.წ ბურღი არ იყოს გამოყენებული. მათთან გადაუგებელი შემთხვევებისთვის პაციენტები კვლავ ეწერებიან.

„მთავრი პრობლემა არის ბურღის მუშაობა. ქირურგიულს ყველაფერს ვაკეთებთ, ვერიდებით ბურღის მუშაობას. იმიტომ, რომ პირის ღრუში ჰაერი და წყალი მაგ დროს უფრო მეტად გამოდის და დაინფიცირების რისკი მაღალია. ამ პერიოდში, კლინიკა ღიაა, მაგრამ პაციენტებმა უნდა დაგვირეკონ, რომ პირველადი დახმარება სჭირდებათ და მოვემზადებით“, - ამბობს არტურ ბალასანიანი და ამატებს, რომ ამ დრომდე მათ კლინიკაში ექთანთან ერთად მუშაობა აკრძალურლი ჰქონდათ, რადგან ადამიანების რაოდენობა მაქსიმალურად შემცირებული ყოფილიყო.

„აქამდე უექთნოდ ვმუშაობთ და ერთმანეთს ვეხმარებით, პაციენტი და ექიმი უნდა იყოს მხოლოდ, პირველადი დახმარების დროს, მაგრამ თუ სერიოზული საქმეა, ამ შეთხვევაში ექთანიც დაშვებული გახდა“.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სტომატოლოგიური საქმიანობა ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის ჯგუფში შედის, ამიტომ სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტი შეიზღუდა. გადაუდებელი მომსახურება კი მხოლოდ სისხლდენის, აბსცესის, ტრავმული დაზიანებების, მწვავე ტკივილის, შეშუპების შემთხვევაში ხორციელდება.

ამასთან, კლინიკაში მისვლისას, აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მითითებული რეკომენდაციები დაიცვას არა მხოლოდ კლინიკის მედ-პერსონალმა, არამედ თავად პაციენტმაც.

კონკრეტულად რა ტიპის რეკომენდაციებზეა საუბარი, გაეცანით „სამხრეთის კარიბჭეს“ მასალას - „სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტი ვერ შედგება“

რა შემთხვევაში მუშაობენ ახალციხის სტომატოლოგიური კლინიკები
ფოტო: „Dental House”

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

27.09.2020 სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა

26.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ 6 წლის ბავშვს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა

26.09.2020 ახალციხეში ავარიის შედეგად დაშავებული მძღოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტი პირველ მაისამდე ვერ შედგება – სამინისტრო
სტომატოლოგიური მომსახურება შესაძლოა გაძვირდეს – რას ამბობენ ახალციხის კლინიკებში
გაძვირდა თუ არა  სტომატოლოგიური მომსახურება ახალციხეში
დღეიდან გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება
COVID-19: რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სტომატოლოგიური დაწესებულებები
რისთვის არიან მზად სამცხე-ჯავახეთის კლინიკები-COVID 19
‘საქართველოში 40-მდე კლინიკა მზად არის ცხელებიანი პაციენტების  მისაღებად’ – თამარ გაბუნია