FM97.5 / LIVE

20–მდე ექიმს და შსს–ს რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – ტიკარაძე

მთავარისიახლე, კორონავირუსი 23.04.2020
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ე.წ აგრესიული ტესტირების შედეგად გამოვლინდა 20–მდე ინფიცირებული ექიმი და შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი. მისივე განმარტებით ეს მოსალოდნელიც იყო და აქ საგანგაშო არაფერია.

20–მდე ექიმს და შსს–ს რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – ტიკარაძე

ტიკარაძის თქმით, აგრესიული ტესტირების დროს, ვირუსის არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა ჯარში.

„ზოგადად სიტუაცია ამ ჯგუფებში [ექიმები, პოლიციელები, ჯარისკაცები] არის კონტროლირებადი. ჩვენ დამატებით კიდევ ვმუშაობთ იმ უსაფრთხოების ზომების დანერგვაში და ასევე მიმდინარეობს ტრენინგები ყველა ამ ჯგუფში, რათა ისინი სამომავლოდ იყვნენ კიდევ უფრო დაცული. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, მათ გადატანილი აქვთ უსიმპტომოდ დაავადება, რაც ასევე ყურადსაღებია, თუმცა პრევენციიდან გამომდინარე, ყველა ის ექიმი, ვინც იყო ინფიცირებული, იმყოფებიან მონიტორინგის ქვეშ, რათა ზუსტად ვიცოდეთ რომ მათი მხრიდან სხვა ადამიანების დაინფიცირების რისკი არ არსებობს“ –განაცხადა ტიკარაძემ.

აგრესიული ტესტირება სხვადასხვა ჯგუფებისთვის აპრილის დასაწყისში დაიწყო და მიზნად ისახავს Covid-19-ის გამოსავლენად ისეთი ჯგუფების ტესტირებას, როგორიცაა თავდაცვის ძალები, ექიმები, პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, საეკლესიო პირები და სხვა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 420 დადასტურებული, 107 გამოჯანმრთელების და 5 გარდაცვალების შემთხვევაა.

[რობი ზარიძე]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.07.2020 უმუშევრად დარჩენილებისათვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

09.07.2020 ახალციხეში სურსათის მაღაზიაში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო [ვიდეო]

09.07.2020 ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა მოიხსნება

09.07.2020 აბასთუმნის შემოვლითი გზის 50 მილიონიანი პროექტისთვის კომპანია შეირჩა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

Covid–19 – ზე მასობრივი ტესტირება მოხუცთა თავშესაფრებსა და პანსიონატებში ჩატარდება
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს COVID 19 დაუდასტურდა
მზად ვართ შევცვალოთ პროტოკოლი და 7 დღეში ერთხელ გავუკეთოთ ტესტირება – ტიკარაძე მედპერსონალზე
რა შემთხვევაში დაიწყება მოსახლეობის მასობრივი ტესტირება – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება
საქართველოში ჩვენ პიკი არ გვქონია, მივაღწიეთ იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება – ეკატერინე ტიკარაძე
Covid-19: თურქეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს მიაღწია
Covid-19 ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს დაუდასტურდა