FM97.5 / LIVE

‘8 პაციენტი ეწერება კლინიკიდან’ - ლევან რატიანი

მთავარისიახლე, კორონავირუსი 23.04.2020
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ყველაზე ბევრი, რვა პაციენტი გაეწერება, ამის შესახებ მედიასთან კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი აცხადებს.

‘8 პაციენტი ეწერება კლინიკიდან’ - ლევან რატიანი

„ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩვენი კლინიკიდან ეწერება რვა პაციენტი“, - აცხადებს რატიანი.

მისივე განმარტებით, კლინიკაში განმეორებითი ტესტის პასუხებს ელოდებიან კიდევ 17 პაციენტზე.

„პირველადი უარყოფითი პასუხი მოსულია დაახლოებით 17. ველოდებით განმეორებით გაგზავნას ლუგარის ლაბორატორიაში და თუ ხვალ მოვიდა კიდევ 17 უარყოფითი პასუხი, ხვალ უკვე დატოვებს 17 პაციენტი კლინიკას. მათგან ყველა პაციენტს, ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით არანაირი გამოვლინებები არ უვლინდებათ“.

კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია რვა პაციენტი, აქედან 7 არის მართვით სუნთქვაზე: „ერთი, რომელიც არის 67 წლის მამაკაცი, შემოსულია კლინიკაში დაახლოებით 20 დღის წინ. მისი მდგომარეობა რჩება კრიტიკული. მისი სიმძიმე გამოწვეულია კოვიდინფიცირების გარეშე მიმდინარე პოლიორგანული უკმარისობით. ვინაიდან ლუგარის ლაბორატორიამ გვიჩვენა, რომ არ არის მასთან კოვიდინფექცია. მისი დამძიმების მიზეზი არის ქრონიკული გულის უკმარისობა, ფილტვ-გულის უკმარისობა და ასევე ამ ეტაპზე კლინიკურად სახეზეა სეპტიური შოკი, ფილტვის მწვავე დაზიანების სიმპტომი, ფილტვის მწვავე უკმარისობა. დანარჩენი პაციენტები რომლებიც აგრძელებენ რეანიმაციაში მკურნალობას, მათი მდგომარეობა ბოლო 24 საათში მეტ-ნაკლებად დადებითია“, - განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება კლინიკაში მყოფ სამ მოზარდს, ლევან რატიანის თქმით, დღეს მათი პირველადი ანალიზი იგზავნება, ხოლო ტესტზე ორჯერ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინი კლინიკას დატოვებენ.

„ამ ეტაპზე გვყავს სამი მოზარდი, მათი მდგომარეობა სტაბილურია“,- განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, „გუშინ კლინიკიდან გაეწერა ერთი მედპერსონალი, რომელიც გადმოყვანილი იყო სხვა კლინიკიდან“.

[sknews.ge]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.08.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 15 აგვისტომდე

10.08.2020 ‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი

09.08.2020 ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს

09.08.2020 ‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

'უახლოეს საათებში დაახლოებით 15 პაციენტი დატოვებს კლინიკას'– ლევან რატიანი
‘თუ უარყოფითი პასუხები მოვიდა 16 პაციენტი დატოვებს კლინიკას’ - რატიანი
საუნივერსიტეტო კლინიკას კიდევ 3 გამოჯანმრთელებული დატოვებს
საუნივერსიტეტო კლინიკას კიდევ 6 გამოჯანმრთელებული დატოვებს
‘80 წლის ქალი, 79 წლის კაცი და ორსული გამოჯანმრთელდნენ’ - რატიანი
დინამიკა არის მკვეთრად კლებისკენ – ლევან რატიანი
‘სამი მძიმე პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია’ - რატიანი