FM97.5 / LIVE

ახალციხეში სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები ზარალზე საუბრობენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.04.2020
უკვე ერთი თვეა ახალციხეში სავაჭრო ცენტრები, სალონები და მომსახურების სხვა ობიექტები დაკეტილია. მცირე მეწარმეებმა მუშაობა შეაჩერეს, შესაბამისად, გაიზარდა ზარალი. გამყიდველებს დახლებზე დარჩათ საგაზაფხულო ტანსაცმელი, მათი ნაწილი ვალებსა და კრედიტებზე დარდობს.

ახალციხეში სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები ზარალზე საუბრობენ

სავაჭრო ობიექტების დაკეტვის გადაწყვეტილების შესახებ 19 მარტს გახდა ცნობილი. 20 მარტიდან კი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, საკანცელარიო, სათამაშოებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიები დაიკეტა. ახალციხეში გამყიდველების ნაწილი ამბობს, რომ სავაჭრო საქონელი ობიექტების დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე შემოიტანეს და გაუყიდავი დარჩა.

„20 მარტიდან აღარ ვმუშაობთ. მერიიდან გაგვაფრთხილეს და ყველამ ერთდროულად დავკეტეთ. არ ვიცით როდის გაიღება, ინტერნეტითაც არ ვყიდით. ზარალი იქნება, ამ პერიოდში შემოდიოდა ხალხი, ახლა აღდგომები იყო, შეიძლებოდა უფრო ბევრი გაგვეყიდა. გაზაფხულის ტანსაცმელი ეგრევე აწყვია მაღაზიაში’, - ამბობს ციცო აბულაძე.

გასაყიდი, საგაზაფხულო ფეხსაცმლის ახალი პარტია დაკეტვამდე ორი დღით ადრე შეიტანა „უნივერმაღ მესხეთში“ ლია ჩიგოგამ. ამბობს, რომ მათ გაყიდვას ზაფხულში ვეღარ მოახერხებს, ამიტომ როგორც შეძლებს უკან დააბრუნებს თბილისიდან ჩამოტანილ საქონელს. იმედოვნებს, რომ მაღაზიის ქირის გადახდა არ მოუწევს.

„ზარალი დიდი იქნება, 17 მარტს შემოვიტანე საგაზაფხულო ფეხსაცმელი და ისე დამრჩა. შემოდგომამდე ეგ აღარ გაიყიდება, უკვე გაჩერებული საქონელია. შემოდგომაზე რომ შემოვლენ, მეტყვიან წინა სეზონის არისო. ვალში ვართ ჩავარდნილები. მარტო მე არ ვარ ასე და უნდა შევეგუო, სხვა გზა არ არის. ზოგი ისეთი მაქვს წამოღებული, შეიძლება უკან დავაბრუნო“.

ტანსაცმლის ნაწილის უკან დაბრუნებას აპირებს მაია ჭანკოტაძეც. ამბობს, რომ ჯერ ჩამოტანილი საქონლის ფული არ გადაუხდია. თანხა დიდი არ არის, მაგრამ თუ ვაჭრობა არ იქნება, ვალად დარჩება.

„ახალი ტავარი ცოტა-ცოტა მქონდა შემოტანილი. თანხის გარეშე გვქონდა უფრო წამოღებული. თუ ასე გაგრძელდა და თანხას ვერ გადავიხდით, ტავარს მაინც დავაბრუნებთ უკან“.

გამყიდველების გარდა, შეზღუდვები შეეხოთ სილამაზის სალონებსაც. ყველა მათგანი დაკეტილია. სტილისტები ამბობენ, რომ მათი შემოსავლის წყარო მხოლოდ ეს იყო.

„ჩვენთან სულ ხუთი თანამშრომელი ვართ. ვერცერთი ვმუშაობთ. ამით ვცხოვრობთ ჩვენ და რა თქმა უნდა, ზარალია. სხვა სამუშაო არცერთს გვაქვს. ველოდებით, რომ დასრულდეს ეს პანდემია და გავაგრძელოთ მუშაობა. სალონის შენობა ჩემია, ვფიქრობ, რომ ქირა მაინც არ გამოვართვა“, - ამბობს სტილისტი ირინა უსნიანი.

ერთი თვეა არ მუშაობს საქორწინო კაბების მაღაზია და სილამაზის სალონი „ანკა დეკორი“. საქართვლოს მთავრობის დადგენილებით, 23 მარტიდან აიკრძალა ქორწილებისა და ისეთი სოციალური შეკრებების გამართვა, სადაც დახურულ სივრცეში 10 ადამიანზე მეტი იყრის თავს.

„ახლა არც ქორწილებია და აღარც არაფერი. ჩვენი მომსახურებაც არავის უნდა. რა თქმა უნდა ზარალი გვაქვს, მომსახურებაზე გვქონდა გათვლილი ყველაფერი. ამ პირობებში სხვა რა უნდა გავაკეთოთ არ ვიცი. ვაჭრობა მარტო სურსათის შეიძლება და ამჟამად როგორ უნდა დავიწყოთ.

არასახარბიელო სიტუაციაა. ვნახოთ სადამდე გაგარძელდება“, - ამბობს ანაიდა კირაკოსიანი „ანკა დეკორის“ ხელმძღვანელი.

როდის ექნება დაკეტილ ბიზნესს მუშაობის უფლება, ამ ეტაპზე უცნობია. 20 მარტის შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა ორჯერ გაახანგრძლივა. პირველად 10 მაისამდე, შემდეგ კი 22 მაისამდე.

მთავრობის ინფორმაციით, მეწარმე სუბიექტებმა, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება სურთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდზე (www.economy.ge) უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა.

უწყებაში შეისწავლიან სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ინფორმაციას და მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეეძლება თუ არა მეწარმე სუბიექტს საქმიანობა გააგრძელოს.

„აღსანიშნავია, რომ მეწარმე სუბიექტების მიერ გაცხადებული პირობების და აღებული ვალდებულებების შესრულება-დაცვაზე კონტროლს განახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, შესაბამისი ტერიტორიული ერთეულების - მერიებისა და მუნიციპალიტეტების სამსახურების ჩართულობით. საქართველოს პრეზიდენტის N1 დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, რაც გამოიხატება მეწარმე სუბიექტისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის გამოწერასა და საქმიანობის განხორციელების უფლების შეჩერებაში“, - წერია სამინისტროს ვებ-გვერდზე.

ამ დრომდე უცნობია, რამდენმა სუბიექტმა მიმართა საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით სამინისტროს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება
სად არ უნდა შეიკრიბოს 10 კაცზე მეტი - მთავრობის დადგენილება

სავაჭრო ობიექტების გახსნა სეს–ის რეკომენდაციებზე იქნება დამოკიდებული
‘პროდუქტი გადავყარეთ, ქირას ვერ ვიხდით’ - რა მდგომარეობაა ახალციხის რესტორნებსა და სასტუმროებში
ვინ გააკონტროლებს სამცხე–ჯავახეთში ქორწილებისა და ქელეხების აკრძალვის შესრულებას
საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება – პრემიერი
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შსს–მ 26 მილიონი ლარის ჯარიმა გამოწერა