FM97.5 / LIVE

ცემში ოთხსულიან ოჯახს სახლი მთლიანად დაეწვა [ფოტო]

მთავარისიახლე, შემთხვევა 21.04.2020
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ცემში ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლი დაიწვა. დაზარალებული ოჯახი სოციალურად დაუცველია.

ცემში ოთხსულიან ოჯახს სახლი  მთლიანად დაეწვა [ფოტო]

სოფელ ცემში ორსართულიან სახლს ხანძარი დღეს, 20 აპრილს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, როგორც საგანგები სიტუაცების მართვის სამსახურში აცხადებენ დამწვარია 300 კვ–მდე ფართი.

სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის, მამუკა ლურსმანაშვილის განმარტებით, ხანძარი სავარაუდოდ ჭერში გაჩნდა.

„სკვამურში გაჩნდა ხანძარი. ოჯახის წევრებმა დაინახეს ავიდნენ და ჩააქრეს, მაგრამ როგორც ჩანს სრულად ვერ მოახერხეს. ისევ გაღვივდა და ხელახლა გაჩნდა ხანძარი. ხვალ ექსპერტიზა დაადგენს ზუსტად გამომწვევ მიზეზს. თითქმის სულ დამწვარია სახლი. რამდენიმე ნივთის გადარჩენა შეძლეს მეზობლების დახმარებით“,– გვითხრა მამუკა ლურსმანაშვილმა.

მისი განმარტებით, ოჯახი სოციალურად დაუცველია: „ოჯახში ოთხი წევრი ცხოვრობს. თავისი შრომით აქვთ აშენებული სახლი, რომელიც ფაქტობრივად სულ განადგურდა, ამაღამ მეზობელთან გაათევენ, ხვალ კი დავეხმარებით“.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ბორჯომის მერი და მისი მოადგილე.

ბუბა ბერიძე, ამბობს პირველ რიგში დაზარალებულ ოჯახს ქირით გადაიყვანენ, შემდეგ გადაწყდება როგორ დაეხმარებიან.

„ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ დარჩნენ, ჯერ ქირით გავიყვანთ, შემდეგ ფინანსურადაც დავეხმარებით“,– განაცხადა მერის მოადგილემ.

სოფელ ცემში ხანძარი საღამოს დაახლოებით 20:30 საათზე გაჩნდა.

ცემში ოთხსულიან ოჯახს სახლი  მთლიანად დაეწვა [ფოტო]

[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ცემში ხანძრისგან დაზარალებულ ოჯახს ბორჯომის მერია დაეხმარება
ცემში სახლი იწვის
სოფელ ხევაშენში საქონლის სადგომში ხანძარი გაჩნდა
ახალციხეში საცხოვრებელი სახლის სხვენში ხანძარი გაჩნდა
ხარჯამში საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაიწვა
სხვილისში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
სოფელ კლდეში სახლი დაიწვა