FM97.5 / LIVE

‘განცხადება, რომ თავდასხმა პეტროსიანის მხრიდან განხორციელდა აბსურდია’- ადვოკატი

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.04.2020
სამველ პეტროსიანის ადვოკატი, დავით ძნელაძე, ამბობს, რომ ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების დროს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა თავდაცვის მიზნით გაისროლა და ამას სასამართლოშიც დაამტკიცებს. მისი განცხადებით, სამველ პეტროსიანსა და მის შვილს თავს მკოიანები დაეხსნენ.

‘განცხადება, რომ თავდასხმა პეტროსიანის მხრიდან განხორციელდა აბსურდია’- ადვოკატი

„განცხადება, რომ თავდასხმა პეტროსიანის მხრიდან განხორცილედა ეს აბსურდია. თავდასხმა მოხდა პეტროსიანებზე, სამველსა და მის ვაჟზე. მოგეხსენებათ,სამველი ყოფილი პოლიციის თანამშრომელია, მას ჩველებრივი ინსტიქტი აქვს გამომუშავებული თავდაცვასთან დაკავშირებით და მაშინ, როდესაც თავს დაესხნენ, იყო ფიზიკური ძალადობა და გასროლის ხმაც, მაშინ გაისროლა პეტროსიანმაც ჰაერში, ეს იყო გამაფრთხილებელი გასროლა“,-ამბობს ძნელაძე.

მისი თქმით, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, სამველ პეტროსიანის ქმედება იყო თავდაცვა და არა თავდასხმა.

„ბუნებრივია ჩვენ გამოძიებისგან გადმოგვეცა მასალები, მათ შორის ვიდეო ჩანაწერები. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია, მიჩენს ღრმა რწმენას, რომ სამველი არის ჩემს წინაშე გულწრფელი და დარწმუნებული ვარ გამოძიების წინაშეც. ის იმყოფებოდა თავდაცვის რეჟიმში“,-ამბობს ძნელაძე.

სამველ პეტროსიანი და ამ საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი, ენზელ მკოიანის 19 წლის ძმისშვილი თბილისში, გლდანის მერვე საპყრობილეში იმყოფებიან.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 13 მაისსაა ჩანიშნული.

ახალქალაქის სოფლებში ამბობენ, რომ ეზელ მკოიანის ცხიდან გამოყვანის მიზნით, მუნიციპალიტეტში ხელმოწერები გროვდება და ამაში აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც.

ინციდენტი ახალქალაქის ცენტრში 26 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, "ქართული ოცნების" დეპუტატის ენზელ მკოიანის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში ენზელ მკოიანი და პარლამენტის ყოფილი წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ახლა „პარტიოტთა ალიანის“ წარმომადგენელი, სამველ პეტროსიანი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში, გადაიყვანეს, სადაც მთელი ღამის განმავლობაში კითხავდნენ.

საქმეზე შსს–მ ძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. სამველ პეტროსიანი და ენზელ მკოიანის ძმის შვილი 29 მარტს დააკავეს.





[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამველ პეტროსიანმა და ენზელ მკოიანის ძმისშვილმა საპატიმრო დატოვეს
‘ამბობდნენ, მოკალით პეტროსიანიო’ – რას ჰყვება ყოფილი დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ სროლაზე
‘სამველ პეტროსიანი  ჩემს მოკვლას ცდილობდა’ – ‘ოცნების’ დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ ინცინდენტზე
ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ენზელ მკოიანი მოქალაქეების მიმართულებით ისვრის [ვიდეო]
'ოცნების' დეპუტატი ენზელ მკოიანი ახალქალაქში სროლის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს [ვიდეო]
'მკოიანის ძმიშვილის ციხიდან გამოსაშვებად თვითმმართველობის წარმომადგენლები ხელმოწერებს აგროვებენ'-ადგილობრივები