FM97.5 / LIVE

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, საფონდო ბირჟაზე 58.4 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა ®

მთავარისიახლე, რეკლამა 18.04.2020
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თიბისი ლიზინგმა საჯარო ემისიის სახით 58.4 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა საქართველოს საფონდო ბირჟაზე. ეს არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ლარში დენომინირებული ყველაზე დიდი საჯარო ემისიაა, რომელიც საქართველოში აქამდე განხორციელებულა.

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, საფონდო ბირჟაზე 58.4 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა ®

ობლიგაციებში ინვესტირება ქართულმა კომერციულმა ბანკებმა განახორციელეს, რომლებიც ფასიან ქაღალდებს ეროვნული ბანკიდან ლარის დამატებითი რესურსის მოსაზიდად იყენებენ. ობილაციების საერთო ღირებულება ამ ეტაპისათვის 58.4 მილიონი ლარია, თუმცა მომავალში მისი 70 მილიონ ლარამდე გაზრდაა დაგეგმილი.

მნიშვნელოვანია, რომ თიბისი ლიზინგმა მოახერხა არსებული ვალდებულებების გახანგრძლივება 18 თვიდან 36 თვემდე. ფასიანი ქაღალდის პროცენტი ცვლადია და შეადგენს თბილისის ბანკთაშორის 3 თვიან განაკვეთს დამატებული 3.25%.

ემისია იმითაც არის გამორჩეული, რომ ობლიგაციები უზრუნველყოფილია თიბისი ლიზინგის პორტფელით და ამ მხრივ ინვესტორი უფრო დაცულია, ვიდრე არაუზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში. ინვესტიციის განხორციელება ლიკვიდურ ფასიან ქაღალდში ინვესტორებს მოქნილობას ანიჭებს და მათ საკუთარი პორტფელის დივერსიფიკაციის შესაძლებლობას აძლევს.

„თიბისი კაპიტალის მიერ თიბისი ლიზინგის ბონდების გამოშვება მნიშვნელოვანი ტრანზაქციაა რამდენიმე მიზეზის გამო. აღსანიშნავია, რომ ეს არის საქართველოში არა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოშვებული ყველაზე დიდი ემისია. ტრანზაქცია მნიშვნელოვანია ინვესტორი ბანკებისთვისაც, რადგან მათ საშუალება აქვთ ემიტენტის სესხების ობლიგაციებში გადატანით ლარის დამატებითი რესურსი მოიზიდონ ეროვნული ბანკიდან. ასევე, ეს არის უზრუნველყოფილი ობლიგაციების ემისიის ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, რაც ბაზარზე ხშირად არ ხდება. ობლიგაციები უზრუნველყოფილია სალიზინგო პორტფელით, რაც ინვესტორების საკრედიტო რისკს დამატებით ამცირებს. ტრანზაქცია თიბისი კაპიტალსა და ემიტენტ კომპანიას შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია, რომელიც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენს ქვეყანაში ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის განვითარების საქმეში,“ - განაცხადა მერი ჩაჩანიძემ, თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა.

„მოხარული ვართ, რომ თიბისი ლიზინგის ფასიანი ქაღალდი თიბისი კაპიტალის მეშვეობით წარმატებით განთავსდა საფონდო ბირჟაზე. თიბისი ლიზინგი აღნიშნული ობლიგაციებიდან მიღებულ რესურსს მოკლევადიანი სესხების რეფინანსირებისთვის მიმართავს და ასევე, გაზრდის ლარში მოზიდული რესურსების საერთო მოცულობას, რაც დღეს განსაკუთრებით პრობლემურია ადგილობრივ ბაზარზე. ამასთანავე, თიბისი ლიზინგის მხრიდან განაცხადი საჯარო შეთავაზებაზე იმის დასტურია, რომ ჩვენი კომპანია ინვესტორებისთვის უფრო გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ხდება. ეს არის 3 წლიანი უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდი, სადაც ინვესტორი უფრო დაცულია,“ - განაცხადა გაგა გოგუამ, თიბისი ლიზინგის გენერალურმა დირექტორმა.

თიბისი ლიზინგის მიერ ობლიგაციების გამოსყიდვა განთავსებიდან 3 წელიწადში - 2023 წლის მარტში მოხდება. კომპანიას ობლიგაციების ვადაზე ადრე გამოსყიდვის უფლება გამოშვებიდან 1 წლის შემდეგ აქვს.

ეროვნულმა ბანკმა ემისიის პროსპექტი ფასიანი ქაღალდების გამოშვების თაობაზე 17 მარტს დაამტკიცა, ხოლო განთავსება 20 მარტს განხორციელდა. ტრანზაქცია საქართველოში კოვიდ-19-ის ადრეული გავრცელების პარალელურად დაიხურა, რაც ინვესტორებისა და ეროვნული ბანკის მიერ ოპერატიულად შესრულებული სამუშაოს შედეგია.


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘თეგეტა მოტორსმა’ თიბისის დახმარებით 30 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციების ემისია განახორციელა [R]
თიბისი ბანკმა ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდისგან 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა ®

თიბისი ბანკმა 10 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა ®
სილქნეტმა 200 მილიონის დოლარის ევროობლიგაციები გამოუშვა [R]
თიბისი ჯგუფმა ლონდონში ინვესტორების დღეს უმასპინძლა ®

თიბისი ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 90 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა ®
თიბისი ჯგუფი ლონდონში ინვესტორების დღეს უმასპინძლებს ®