FM97.5 / LIVE

24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 86 496 ახალი შემთხვევა დადასტურდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 18.04.2020
მსოფლიოში covid-19–ით ინფიცირებული 2 251 768 ადამიანია, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 150 ათასს გადააჭარდა, გამოჯანმრთელებული კი ნახევარ მილიონზე მეტია. ყველაზე მეტი ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევა აშშ–ში ფიქსირდება.

24 საათში  მსოფლიოში კორონავირუსის 86 496 ახალი შემთხვევა დადასტურდა

32 165 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა გასულ 24 საათში აშშ–ში, ინფიცირებული ქვეყანაში 700 ათას ადამიანზე მეტია, საიდანაც 37 154 გარდაიცვალა, 60 510 – კი გამოჯანმრთელდა.

20 ათასს გადააჭარბა სიკვდილიანობის რიცხვმა ესპანეთში, სადაც ინფიცირებული 190 ათასზე მეტი ადამიანია, მათ შორის 74 797 უკვე გამოჯანმრთელებულად ითვლება.

იტალიაში COVID-19–ით 172 434 ინფიცირებულიდან 42 727 უკვე გამოჯანმრთელდა.

150 ათასს აღწევს ვირუსის დადასტურებული შემთხვევები საფრანგეთში, სადაც გასულ დღე ღამეში 761, ჯამში კი 18 681 ადამიანია გარდაცვლილი. ვირუსის დამარცხება აქ 34 420 ადამიანმა შეძლო.

ყველაზე მეტი ადამიანია გამოჯანმრთელებული გერმანიაში. ინფიცირებული 141 397 ადამიანიდან 83 114 –მა ვირუსი დაამარცხა.

100 ათასს გადააჭარბა შემთხვევების რიცხვმა დიდ ბრიტანეთში, სადაც გასულ დღე–ღამეში 5 599 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანისაზიამ კორონავირსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. საქართველოში ამ დროისთვის, კორონავირუსის 385 დადასტურებული, 84 გამოჯანმრთელების და 3 გარდაცვალების შემთხვევაა.

ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, 31 მარტიდან კი კარანტინის რეჟიმი კარანტინის რეჟიმი და ე.წ კომენდანტის საათი. 17–დან 21 აპრილამდე, მთავრობის გადაწყვეტილებით სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ასევე სავალდებულო გახდა დახურულ სივრცეში პირბადეების ტარებაც.

მოქალაქეს, რომელიც დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს დაარღვევს 3 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, ხოლო იურიდიულ პირს 15 000 ლარი.

მოქმედებს ცხელი ხაზი – 144, სადაც მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე უპასუხებენ.


[რობი ზარიძე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

COVID-19: საქართველოში გამოჯანმრთელებული 98 ადამიანია
Covid-19: თურქეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს მიაღწია
COVID-19: რუსეთმა დადასტურებული შემთხვევებით საფრანგეთსა და გერმანიას გაუსწრო
Covid 19  - საქართველოში კიდევ 2  ადამიანი გამოჯანმრთელდა
COVID-19 - მეზობელი ქვეყნები და საქართველო
COVID-19: მსოფლიოში გარდაცვლილთა რაოდენობამ  300 ათასს გადააჭარბა
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა