FM97.5 / LIVE

ახალციხელი უფროსკლასელები მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ

მთავარისაზოგადოება 06.11.2013
ახალციხის საჯარო სკოლებს შორის მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც ახალციხის საჯარო სკოლების მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ახალციხელი უფროსკლასელები მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ
ჩემპიონატი საქართველოს მთავარი პროკურატურის პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში გაიმართა.

„პირველ სკოლას წარმოვადგენ. გუნდში ორი მოსწავლე ვართ. პირველ ეტაპზე წავაგეთ, მეორე ეტაპზე გამარჯვების იმედი გვაქვს“,- გვითხრა პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ ბექა გოგოლაძემ.

ჩემპიონატი, რომელიც ახალციხის სპორტულ სკოლაში მიმდინარეობდა, 18:00 საათზე დასრულდა. პირველი ადგილი ახალციხის მეხუთე სკოლის მოსწავლეს ავთანდილ მიქელაძეს ერგო. მეორე ადგილზე მესამე სკოლის მოსწავლე რაზმიკ გრიგორიანი გავიდა, მესამე ადგილის მფლობელი კი ამავე სკოლის მოსწავლე ვლადიმერ გრიგორიანი გახდა. გამარჯვებულებს სიგელები გადაეცათ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის პროექტი ”საზოგადოებრივი პროკურატურა” 2006 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლებში არაერთი ღონისძიება გაიმართა. პროექტის სამიზნე ჯგუფს მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები წარმოადგენენ.

„აქტიურად განვაგრძობთ შეხვედრებს მოსწავლეებთან და სამართლებრივ საკითხებზე ვუტარებთ ლექცია-სემინარებს. ამ ეტაპზე, მოსწავლეების სურვილის გათვალისწინებით, ვატარებთ მაგიდის კალათბურთის ჩემპიონატს. მოგეხსენებათ შემოდგომაა და გარეთ აქტივობებს აღარ ვმართავთ, რადგან ცივა და შესაძლებელია ბავშვები გაცივდნენ, ამიტომ ვარჩიეთ დახურული შენობა. გაზაფხულიდან ვგეგმავთ ფეხბურთისა და კალათბურთის ჩემპიონატის ჩატარებასაც“, - ამბობს ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ჯინჭველაძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


23.03.2019 წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან მიიღებენ

22.03.2019 სკოლებში ვიდეოსათვალთვალო სისტემები დამონტაჟდება

22.03.2019 ახალციხელი მოსწავლე ‘გურული დღიურების’ სტიპენდიანტი გახდა

21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.03.2019 საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება

22.03.2019 სკოლაში ბულინგის გამო 11 წლის ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა

22.03.2019 სკოლებში ვიდეოსათვალთვალო სისტემები დამონტაჟდება

22.03.2019 ანდის სკოლიდან, სადაც წირვა–ლოცვა ტარდებოდა, ხატები გამოიტანეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

პროკურატურა მოსწავლეებთან შეხვედრებს აგრძელებს
ახალციხის რაიონული პროკურატურა ქალაქის სკოლებში კვიპაროსებს რგავს
პროკურატურის შეხვედრა პირველი სკოლის უფროსკლასელებთან
იმიტირებული გამოძიება სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით
უფროსკლასელები ერთმანეთს მხარის ისტორიის ცოდნაში შეეჯიბრნენ
ახალციხეში ველურად ამოსული კანაფის ჯიშის მცენარეები გაანადგურეს
კონკურსში 'ჩემი თვალით დანახული ახალციხე' გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ