FM97.5 / LIVE

მსუბუქი მანქანებით მოძრაობა აიკრძალა - ვის არ ეხება შეზღუდვა

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 17.04.2020
მთავრობის გადაწყვეტილებით, მსუბუქი მანქანებით გადაადგილება 27 აპრილამდე იკრძალება. ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლია იმ პირებს, რომლებიც დასაშვებ ეკონომიკურ და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობას ეწევიან.

მსუბუქი მანქანებით მოძრაობა აიკრძალა - ვის არ ეხება შეზღუდვა

არ იკრძალება მოტოციკლით, მოპედით და ველოსიპედით გადაადგილება.

დასაშვებია სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილება.(მაგ.: დაგეწყოთ მშობიარობა, გაქვთ მოტეხილობა და ა.შ.)

თუ გჭირდებათ აუცილებელი გეგმური სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით (მაგ.: დიალიზი, ონკოლოგიური მკურნალობა და ა.შ.) გადაადგილება, თან უნდა იქონიოთ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა. იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ მსგავსი ცნობა, უნდა დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს/სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც, თავის მხრივ, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულად აწვდის შესაბამის ინფორმაციას.


სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად დაშვებულია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის ან ტექნიკის გადაადგილება (მაგ.: ტრაქტორი, კომბაინი და სხვ.). სხვა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება აკრძალულია.


სამსახურებრივი მიზნით, თქვენი სატრანსპორტო საშუალებით, თანამშრომლის სამსახურში გადაყვანის უფლება გაქვთ, ავტომობილში მგზავრთა განთავსების წესების დაცვით.

რაც შეეხება იმ წესებს, როგორ უნდა მოიპოვოს მოქალაქემ საშვი მანქანით გადაადგილებისთვის, მთავრობის განმარტება ასეთია : იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეწევით დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობას, საშვის მოსაპოვებლად უნდა მიმართოთ დარგობრივ სამინისტროს (მაგ.: სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკის სამინისტრო). თუ თქვენ ეწევით ისეთ საქმიანობას, რომელზე ზედამხედველობასაც არ ეწევა არცერთი დარგობრივი სამინისტრო და თქვენი გადაადგილება, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, წარმოადგენს უკიდურეს აუცილებლობას, უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე - 144.

თუ მოქალაქე ეწევა დაშვებულ ეკონომიკურ საქმიანობას სამსახურამდე მისი გადაადგილება და პირიქით უნდა უზრუნველყოფს დამსაქმებელმა. ასევე, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტი ვალდებულია, უზრუნველყოს თანამშრომელთა გადაადგილება M2(მიკროავტობუსით) და M3(ავტობუსით) კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

ნებართვის მისაღებად, კომპანიამ უნდა მიმართოს შესაბამის მუნიციპალიტეტს.

შეზღუდვა 27 აპრილამდე იმოქმედებს.





[რობი ზარიძე, ახალციხე]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

როგორ უნდა გადაადგილდეთ თუ ეწევით სამეურნეო ან დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობას
როგორ უნდა გადავაადგილდე სამედიცინო მომსახურების მისაღებად?
არ იკრძალება მოტოციკლით, მოპედითა და ველოსიპედით გადაადგილება
ხვალიდან ქვეყანაში მსუბუქი მანქანებით გადაადგილება იკრძალება
ვის შეუძლია საგანგებო მდგომარეობის დროს დასაშვებ საათებში ტრანსპორტით გადაადგილება
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, მსუბუქი ავტომობილებით საათობრივი გადაადგილება დაწესდა ®
რეგიონებში ავტომობილებით გადაადგილებაზე შეღავათები დაწესდა