FM97.5 / LIVE

საქალაქო ტრანსპორტით უკმაყოფილო მგზავრები

მთავარისაზოგადოება 22.06.2012
გასული წლის ივლისიდან ქალაქში საქალაქო ტრანსპორტის რაოდენობა და რეისები გაიზარდა, თუმცა მოსახლეობისთვის საკმარისი მაინც არ არის

საქალაქო ტრანსპორტით უკმაყოფილო მგზავრები

ახალციხეში მხოლოდ ორი შიდა საქალაქო ტრანსპორტი მოძრაობს, რომელიც ძირითადად ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს ემსახურება. სამარშუტო ტაქსი და ავტობუსი ერთმანეთის ჩანაცვლეობით ყოველ ნახევარ საათში ერთხელ დადის. თუმცა, მოსახლეობისთვის საკმარისი მაინც არაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ უფრო მეტ თანხასაც გადაიხდიან თუ შედარებით კომფორტულად იმგზავრებენ და ტრანსპორტში ”ჭყლეტვა” აღარ იქნება.

- ”ხშირად არ მიწევს ტრანსპორტით მგზავრობა, მაგრამ როგორც ვიცი ერთი ”მარშუტკა” და ერთი ავტობუსი დადის. გაცილებით უფრო ძნელია მგზავრობა, როცა ”მარშუტკა” მოძრაობს, რადგან პატარაა, ბევრი ხალხი ვერ ეტევა და გადაჭედილია. სასურველია ორივე ავტობუსი იყოს, ან ”რეისების” რაოდენობა დაამატონ”, - ამბობს სოფო ბოჭორიშვილი, რომელსაც საქალაქო ტრანსპორტით სარგებლობა ცხრა აპრილის ქუჩის მიმართულებით უწევს.

გასული წლის ოქტომბრის ბოლოს ახალციხის რაიონულ საავადმყოფოში შვიდი სამედიცინო დაწესებულება გაერთიანდა. შესაბამისად, ყველა სამსახურმა თავი ერთ შენოაბაში მოიყარა და ახლა საავადმყოფოშიც გაცილებით მეტი ხალხი დადის. ზაფხულის ცხელ დღეებში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა განსაკუთრებით ჭირს, მით უფრო თუ რეისს ”მარშუტკა” ასრულებს, რომელშიც ავტობუსთან შედარებით ნაკლები რაოდენობის ხალხი ეტევა.

- ”ღირდეს 40 თეთრი და მეტი რეისი სრულდებოდეს, ან მეტი მარშუტკა დადიოდეს. ძირითადად ძველ ბაზართან ვხვდები ხოლმე და ადგილი არასოდეს არაა, ფეხზე უნდა იდგე და მაინც იჭყლიტებოდე”, - ამბობს 35 წლის ქალბატონი, რომელიც საქალაქო ტრანსპორტით თითქმის ყოველ დღე მგზავრობს.

ახალციხელი ირმა ბარბაქაძე, რომელიც საქალაქო ტრანსპორტით იშვიათად მგზავრობს ამბობს, რომ: ტრანსპორტი ყოველ საათში ერთხელ მოდის, მაგრამ მაინც ჭყლეტვაა, უჰაერობაა და კომფორტულად ვერ მგზავრობ. მირჩევნია მეტი გადავიხადო და კარგად ვიმგზავრო, ვიდრე იაფი ღირდეს და დასაჯდომი ადგილი არ იყოს”.

საქალაქო ტრანსპორტი ახალციხეში უკვე წლებია მოძრაობს. გასული წლის ივლისამდე ქალაქში მარშრუტს მხოლოდ ერთი ავტობუსი, ყოველ ერთ საათში ერთხელ ასრულებდა. შპს ”ჯეოტივის” დირექტორის ნუგზარ მამუკაშვილის თქმით, ძველ ავტობუსს დაახლოებით იგივე რაოდენობის ხალხი გადაჰყავდა, თუმცა მოსახლეობა ჩიოდა, რომ ტრანსპორტი გვიან მოდიოდა. ამიტომ, ერთი ავტობუსის ნაცვლად, 2011 წლის ივლისიდან ქალაქში ორი ტრანსპორტი, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მოძრაობს.

- ”ტრანსპორტის დამატებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ, რადგან რაც არის ისიც საკმარისია. მხოლოდ დილის საათებშია მთლიანად დატვირთული, შუადღის მერე ნახევარი ავტობუსი დადის”, - ამბობს ნუგზარ მამუკაშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის გაგა ივანიძის თქმით, საქალაქო ტრანსპორტისთვის 2012 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში 22 ათასი ლარია გათვალისწინებული. მუნიციპალიტეტის გამგეობა სოციალურ პაკეტში მგზავრობის 50-პროცენტიან თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

დამატებითი რეისების გამო ახალციხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას მეტი თანხა გაითვალისწინეს.

- “ქალაქის ტრანსპორტის ხარჯს 50 პროცენტით დავაფინანსებთ. ეს აქამდეც ასე იყო, მაგრამ ახლა თანხა მეტი დაგვჭირდება, რადგან საავადმყოფოს შენობაში მოიყარა თავი ყველა სამედიცინო დაწესებულებამ; მდებარეობა შეიცვალა ბაზარმა; კეთდება რაბათი; ხიდი ასპინძის ქუჩაზე; ამდენად, ისევ ისე, - ორი მარშუტკა ერთი მარშრუტით ვეღარ ივლის”, - აცხადებდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი. მისი თქმით, სამარშრუტო ტაქსების რაოდენობასთან ერთად, “რეისების” რაოდენობაც უნდა გაზრდილიყო.

საქალაქო ტრანსპორტი ერთ დიდ წრეს ძველი მარშრუტით: ავტოსადგური - უნივერსიტეტი - საავადმყოფო და შედარებით პატარა წრეს, ასპინძის ქუჩის გავლით ბაზრის მიმართულებით ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ასრულებს.

- ”ბაზრის მიმართულებით დავამატეთ ერთი პატარა წრე, რომ მოსახლეობისთვის ადვილი იყოს ბაზარში მისვლა, ასპინძის ქუჩის გავლით, ახალი გზით ბაზრის მიმართულებით მოძრაობს, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე და ამატებს, რომ გარდა საავადმყოფოს მიმართულებით რეისების დამატებისა, ახლა საჭიროა ტრანსპორტი ტბის კომპლექსის მიმართულებითაც დაინიშნოს, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, კერძო კომპანია, შპს ”ჯეოტივთან”, რომელიც ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობას უზრუნველყოფს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მან უნდა გადაწყვიტოს საბოლოოდ, ტრანსპორტს დაამატებს თუ რეისების რაოდენობას: თუ საჭირო გახდა, საქალაქო ტრანსპორტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხას შეძლებისდაგვარად დავამატებთ”.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ახალციხელები საქალაქო ტრანსპორტზე [Video]
საბარგო სადგურზე საქალაქო ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ
13 აპრილს ბორჯომში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება
‘ოცნების’ შეხვედრის გამო საქალაქო ტრანსპორტმა მოძრაობის მარშრუტი შეცვლა
ახალციხეში საქალაქო ტარნსპორტის დამატებას ითხოვენ [Video]
29 აპრილს ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტი უფასოდ იმუშავებს
21 აპრილს ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს