FM97.5 / LIVE

რას შეცვლის მედიკამენტების გაყიდვაზე დაწესებული შეზღუდვა

მთავარისაზოგადოება 05.11.2013
ანტიბიოტიკები, წნევის მარეგულირებელი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, მომავალი წლიდან, ექიმის რეცეპტის გარეშე აღარ გაიყიდება. რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს შეზღუდვას.

რას შეცვლის მედიკამენტების გაყიდვაზე დაწესებული შეზღუდვა
76 წლის ასია მინასიანს რამდენიმე თვის წინ გულის რთული ოპერაცია გაუკეთდა. მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო სხვადასხვა მედიკამენტები ხშირად სჭირდება, ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ კი გარკვეული პრობლემები შეექმნებათ.

„როცა ოპერაცია გავუკეთეთ, მაშინ ექიმმა გამოუწერა წამლები და მას მერე ამ წამლებით ვმკურნალობთ. უპრობლემოდ მივდივარ აფთიაქში და ვყიდულობ საჭირო წამლებს. ახლა კი, რადგან წამლებს ურეცეპტოდ არავინ მომყიდის, ხშირად ექიმთან წასვლა და გასინჯვაში ფულის გადახდა მოგვიწევს“,- ამბობს ასია მინასიანის რძალი და ამატებს, რომ არის შემთხვევა, როცა წამლის ყიდვა ისე სწრაფად უწევთ, წარმოუდგენელია ამ დროში ექიმთან ვიზიტი მოასწრო.

ახალციხელი მედეა სამსონიძე ფიქრობს, რომ რეცეპტით მედიკამენტების გაცემა მკურნალობის ხარჯებსაც გაზრდის: „აღნიშნული მედიკამენტების ყიდვა ძალიან ხშირად მჭირდება, გამოდის, რომ ექიმთანაც ხშირად უნდა მივიდე. ექიმთან ვიზიტისთვის კი 20-25 ლარი უნდა გადავიხადო. გარდა ამისა, მერე წამლებისთვისაც ხომ მინდა ფული?!“

ახალ რეგულაციებზე საუბრისას მედიკოსები პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ისინი ამბობენ, რომ მართალია ამ შეზღუდვით მკურნალობის ხარჯები შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ, მეორეს მხრივ, მოქალაქეები თვითნებურ მკურნალობას აღარ დაიწყებენ, რითაც საბოლოოდ პაციენტის ჯანმრთელობა უფრო დაცული იქნება.

„ადამიანმა საკუთარი თავისთვის დრო ყოველთვის უნდა გამონახოს, მითუმეტეს, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება. ახალი რეგულაციებით კი მოქალაქეები ხშირად მივლენ ექიმთან. ყოფილა შემთხვევა, როცა იმის გამო, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო ექიმთან წასვლა არ უნდათ, თვითნებურად მკურნალობენ“,- ამბობს კარდეოლოგი თამაზ მათოშვილი და აქვე ამატებს, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა ინდივიდუალურია.

„წნევის თუ გულის სამკურნალო პრეპარატის შერჩევა ხდება ინდივიდულაურად. უმრავლესობა აღნიშნულ პრეპარატებს მეზობლის ან ახლობლის რჩევით სვამს, რაც არ შეიძლება. ასევე, არის შემთხვევა, როცა ერთხელ გაესინჯებიან და იმ რეცეპტით მთელი წელი მკურნალობენ, რაც ასევე დაუშვებელია“, - ამბობს იგი.

მათოშვილის აზრით, ამ რეგულაციის უარყოფით მხარედ შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ მსგავსი შეზღუდვა სოფლად მცხოვრებლებს პრობლემას შეუქმნის: „ამ კანონის ერთ-ერთი უარყოფითი მხარე არის ის, რომ ყველა სოფელში არ არის უბნის ექიმი. ამიტომ, მათ ან სხვა სოფელში, ან ქალაქში მოუწევთ ჩამოსვლა, რაც გარკვეულ ხარჯებთან და დროის ხარჯვასთანაა დაკავშირებული“.

საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც მეორე ჯგუფის მედიკამენტებზე მსგავს შეზღუდვებს აწესებს, 2014 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. რეგულირების გამკაცრების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ისიც არის, რომ ნარკომანიის შემთხვევები შემცირდება და მედიკამენტების მიზანმიმართულად და რაციონალურად გამოყენებას შეუწყობს ხელს.

მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემისთვის პირველადი ჯარიმა 1000 ლარია და მას აფთიაქი გადაიხდის. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმის თანხა გაორმაგდება. მესამედ კი აფთიაქს საქმიანობა შეუჩერდება.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

1 ივლისიდან  უფასო წამლების პროგრამა ამოქმედდა
უფასო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება

რატომ დაინერგება მედიკამენტების რეცეპტებით გაცემის სისტემა ეტაპობრივად?
ოჯახის ექიმის მომსახურება სოფლებში
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდება