FM97.5 / LIVE

‘ინფიცირებული სასულიერო პირის მდგომარეობა საყურადღებოა’ – ბოჭორიშვილის კლინიკა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 15.04.2020
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში, კორონავირუსით ინფიცირებული 21 პაციენტია. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის განმარტებით, 21–დან ცხრა პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა მათ შორის სასულიერო პირის.

‘ინფიცირებული სასულიერო პირის მდგომარეობა საყურადღებოა’ – ბოჭორიშვილის კლინიკა

„ჩვენს კლინიკაში ცხრა პაციენტიდან ორს, ორმხრივი პნევმონია აქვს, ხოლო დანარჩენი პაციენტების მდგომარება სტაბილურია. სასულიერო პირის მდგომარეობა საყურადღებოა, ხოლო დისშვილის დამაკმაყოფილებელი“,–განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

როგორც, სოლოღაშვილმა აღნიშნა, მათ კლინიკას კიდევ ერთი პაციენტი დაემატა, რომელიც „ინფიცირებულია შიდა გადაცემით“.

სასულიერო პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. მღვდელმა წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში მსახურება რამდენიმე დღის წინ, ხარების დღესასწაულზე, სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინადა ეზიარა.

15 აპრილის 10:50 საათის მდგომარეობის stopcov.ge-ზე მონაცემები ასეთია:

•კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 306:
* მათ შორის გამოჯანმრთელებული - 69
* მათ შორის გარდაცვლილი- 3
* კარანტინის რეჟიმში - 4 990
* სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 462
* უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები- 3

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბოჭორიშვილის კლინიკაში 22 კოვიდინფიცირებულია
ბოჭორიშვილის კლინიკაში ექვსი ახალი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
საქართველოში 5 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა
საპატრიარქო: 'COVID-19-ით ინფიცირებულმა მღვდელმა მსახურება რამდენიმე დღის წინ აღავლინა'
კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი  ხარების დღესასწაულზე ეზიარა
'COVID 19–ით ინფიცირებული 5 მცირეწლოვანი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა' – ინფექციონისტი
ბოჭორიშვილის კლინიკაში 9 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა