FM97.5 / LIVE

საქართველოს 4 ქალაქში შესვლა და გასვლა აიკრძალება

მთავარისიახლე, ეკონომიკა, კორონავირუსი 14.04.2020
პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა, რის გამოც საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა აიკრძალა.

საქართველოს 4 ქალაქში  შესვლა და გასვლა აიკრძალება

მთავრობის მეთაურის განცხადებით, აკრძალვა 15 აპრილს, 21:00 საათიდან ამოქმედდება და 10 დღე გაგრძელდება.

"ერთი დღის განმავლობაში გვყავს 30 ინფიცირებული ადამიანი. დღეის მდგომარეობით, კვლევა მიმდინარეობს დაახლოებით 500 ადამიანზე და, ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით. კარანტინის ის მძიმე ზომები, რომლებიც თითქმის ყოველკვირეულად ახლა ქვეყანაში მატულობს ამ ფაქტს ადასტურებს.

ამასთან ერთად, უნდა მოვახდინოთ იმ ფაქტის კონსტატირებაც, რომ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს ეპიდემიოლოგებს, მეცნიერებსა და ექიმებს, ზუსტად ვერავინ გვეუბნება, როდის იქნება კრიზისის და გავრცელების პიკი. ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს არის გლობალური გამოწვევა. დღეს შეუძლებელია ზუსტი პროგნოზი, როდის იქნება გავრცელების პიკი. რა თქმა უნდა, გაურკვევლობის ამ ზონაში, მთავრობის ყველა ნაბიჯს და მოქმედებას აქვს კიდევ უფრო მეტი ფასი და მნიშვნელობა. ჩვენ ამ ნაბიჯით მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსხვილ ქალაქებში მობილურობის დოზა კიდევ უფრო ქვევით დავწიოთ“, – განაცხადა ბრიფინგზე გიორგი გახარიამ.

მისი განმარტებით, ქალაქებში შეშვებაზე გამონაკლისები იქნება: „რა თქმა უნდა, გარკვეული გამონაკლისები იქნება, რომლის დასაკმაყოფილებლადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ცხელ ხაზს“.

[sknews.ge]


14.08.2020 სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

14.08.2020 განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2020 რუსთაველის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს

13.08.2020 ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება – გახარია

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

საქართველოში ჩვენ პიკი არ გვქონია, მივაღწიეთ იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება – ეკატერინე ტიკარაძე
სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა ხვალიდან აიკრძალება
საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი -144 შეიქმნება
დღეს ჩვენ გვქონდა პიკი, ერთ დღეში 12 ლაბორატორიაში 1 096 კვლევა ჩატარდა – გამყრელძე
'არ იქნება დღეში 100 შემთხვევაზე მეტი, თვენახევრის შემდეგ, ჩემი პროგნოზით ეპიდემია წავა ქვემოთ' - ცერცვაძე
,... 150 ლარი არ არის საკმარისი, ...  იქნება უფრო მეტი’ – გახარია
ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა მოიხსნება