FM97.5 / LIVE

ახალციხელი მოსწავლე ამერიკიდან საქართველოში სპეცრეისით დაბრუნდა

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 14.04.2020
ახალციხელი მირანდა აფციაური, ამერიკაში FLEX-ის გაცვლითი პროგრამით რვა თვის წინ წავიდა. მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გამო, სამშობლოში დაბრუნება დროზე ადრე მოუწია. იგი ერთ-ერთია იმ 79 მოსწავლეს შორის, რომლებიც საქართველოსა და აშშ-ს მთავრობების ერთობლივი თანამშრომლობით დაბრუნდნენ.

ახალციხელი მოსწავლე ამერიკიდან საქართველოში სპეცრეისით დაბრუნდა

79 ქართველი მოსწავლე ამერიკიდან 10 აპრილს ჩამოიყვანეს, ყველა მათგანი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.

ახალციხის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე, მირანდა აფციაური ახლა თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხში პალასშია“, ამბობს, რომ იქ კარგი პირობები და უსაფრთხო გარემო აქვთ.

მირანდა 2019-2020 წლის FLEX-ის (Future Leaders Exchange Program) გაცვლითი პროგრამის მონაწილეა. სწორედ ამ პროგრამით, იგი საქართველოდან ამერიკაში 2019 წლის 14 აგვისტოს გაემგზავრა. ცხოვრობდა ამერიკაში, ნებრასკას შტატის, ქალაქ ომაჰაში. მისი ცხოვრებისა და სწავლის ხარჯები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სრულად დააფინანსა.

„მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გამო, FLEX-ის ორგანიზატორებსა და მშობლებს შორის მიმდინარეობდა ონლაინ შეხვედრები და შეთანხმდნენ, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, ჯობდა ჩვენი დროზე ადრე დაბრუნება, რაც მოსწავლეების სურვილიც იყო, რადგან ამერიკაშიც გაკვეთილები უკვე ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა და სხვა დაგეგმილი აქტივობები გადაიდო. ჩამოსვლაში საქართველოსა და ამერიკის მთავრობა ერთობლივად დაგვეხმარნენ“, - ამბობს მირანდა.

მისივე თქმით, ამერიკაში ყოფნის პერიოდში ნებრასკას შტატში დაახლოებით 300 ინფიცირებული იყო. კორონავირუსის გამო, დაიხურა სკოლები და სწავლება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა: „მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გამო, მხოლოდ 8 თვის გატარება მომიწია შტატებში. შემიძლია ვთქვა, რომ ეს დრო საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. შევძელი და გავაცანი ჩემს ამერიკელ მეგობრებს და მასწავლებლებს, ჩატარებული პრეზენტაციების საშუალებით, ჩვენი პატარა, მაგრამ საოცარი ქვეყანა. მათ უკვე იციან რომ ჯორჯიის შტატის გარდა, არსებობს ქვეყანა საქართველო (Georgia), რომელიც არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არ წარმოადგენს რუსეთის ნაწილს. ვცხოვრობდი მასპინძელ ოჯახში, რომელმაც უდიდესი სითბო და ყურადღება გამოიჩინა, ეს ოჯახები არიან მოხალისეები და სრულიად უსასყიდლოდ მასპნიძლობენ გაცვლით სტუდენტებს მსოფლიოდან“.

79 ქართველი მოსწავლე სამშობლოში საქართველოსა და აშშ-ის მთავრობათა თანამშრომლობის შედეგად დაბრუნდა. მოსწავლეების ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაყვანა ამერიკულმა მხარემ, ხოლო დოჰადან სპეცრეისით თბილისამდე, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო.

„მოსწავლეებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიარეს სავალდებულო თერმოსკრინინგი და შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ავტობუსებით, ჭადრაკული განლაგებით, განთავსდნენ , თბილისსა და კახეთში არსებულ 2 სასტუმროში, სადაც ისინი 14 დღეს დაჰყოფენ და ისე დაუბრუნდებიან ოჯახებს. კარანტინის დროს, მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით და ექიმის 24-საათიანი მეთვალყურეობით, ხოლო უშუალოდ საკარანტინო ზონებს პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ“, - აცხადებენ საქართველოს მთავრობაში.

ახალციხელი მოსწავლე ამერიკიდან საქართველოში სპეცრეისით დაბრუნდა
საკარანტინო სივრცე

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

FLEX-ის პროგრამით ახალციხიდან ამერიკაში სამი მოსწავლე გაემგზავრება
FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის
ვინ გაემგზავრება სამცხე–ჯავახეთიდან ამერიკაში FLEX-ის პროგრამით
ამერიკიდან საქართველოში სპეცრეისით 79 ბავშვს ჩამოიყვანენ
Flex -ის პროგრამის ახალციხელი ფინალისტების ვინაობა ცნობილია
პროგრამა FLEX-ი შესარჩევ კონკურსს აცხადებს
პროგრამა FLEX-ის შესარჩევი ეტაპი იწყება