FM97.5 / LIVE

‘სეს-ის ნებართვას ველოდებით’ - როდის გაიხსნება ახალციხის ბაზარი

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.04.2020
ახალციხის ბაზრის დირექტორი, ობიექტის გახსნასთან დაკავშირებით, ნებართვას სურსათის ეროვნული სააგენტოსგან ელოდება. სეს-ში აცხადებენ, რომ დღის ბოლოს იმ ბაზრების სიას გამოაქვეყნებენ, რომლებსაც მუშაობის გაგრძელების უფლება ექნებათ.

‘სეს-ის ნებართვას ველოდებით’ - როდის გაიხსნება ახალციხის ბაზარი

30 მარტიდან ახალციხის ბაზარი ნაწილობრივ მუშაობს, აკრძალულია გარევაჭრობა, დაკეტილია სექციები, ბაზრის ტერიტორიაზე პროდუქტების ყიდვა მხოლოდ რამდენიმე მაღაზიაშია შესაძლებელი.

„ოთხი დღის წინ იყვნენ სურსათის ეროცნული სააგენტოდან და იმის მერე არ შეგვხმიანებიან. ყველაფერი შევასრულეთ რაც დაგვავალეს, გავაკეთეთ დეზობარიერები, ასევე დავდგით ხელთათმანების და პირბადეების ჩასაყრელი ურნები, ყველა თანამშრომელს აქვს სპეციალური აღჭურვილობა, რაც უნდას ჩაიცვას. ველოდებით გადაწყვეტილებას, მიზეზის მოფიქრება თუ უნდათ, ისედაც მოგვიძებნიან“, - გვითხრა ახალციხის სავაჭრო ცენტრ „ახალციხეს“ დირექტორმა ვახტანგ ქართველიშვილმა.

ბაზრის ადმინისტრაცია 29 მარტს, ტერიტორიაზე ხალხმრავლობისთვის, 15 000 ლარით დაჯარიმდა. მას შემდეგ დაწესდა შეზღუდვებიც.

ვახტანგ ქართველიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბაზარი რაც შეიძლება მალე გაიხსნას, რადგან სოფელში მცხოვრები მოსახელობა პროდუქტის გაყიდვას ვერ ახერხებს.

„ყოველდღე მოდიან და მეკითხებიან როდის შევძლებთ პროდუქტის გაყიდვას რომ შაქარი მაინც ვიყიდოთო, მე კი იძულებული ვარ უკან გავაბრუნო“, - ამბობს ქართველიშვილი.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, რომ დღეს 13 აპრილს, დღის ბოლოს ეცოდინებათ იმ ბაზრების ჩამონათვალი, რომლებიც ფუნქციონირებას გააგრძელებენ, მათ შორის სავარაუდოდ ახალციხის ბაზარიცაა.

„მექნება კონკრეტული ჩამონათვალი დაახლოებით დღის ბოლოსთვის. გამოვაქვეყნებთ თუ რომელი ბაზრები გააგრძლებენ მუშაობას. ახალციხის ბაზარს, მე როგორც ვიცი ექნება მუშაობის უფლება, რადგან როგორც ვიცი დიდი სამუშაო ჩაატარეს. თუმცა ზუსტი ინფორმაცია დღის ბოლოს მექნება“, - გვითხრეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ახალციხის მსგავსად, რამდენიმე დღეა დაკეტილია ბორჯომის აგრარული ბაზარიც. დღის ბლოს გაირკვევა შეძლებს თუ არა სავაჭრო ობიექტი მუშაობის გაგრძელებას.

[მარიამ ბარძიმაძე,ახალციხე]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბაზარი  არ გაიხსნება – ბესიკ ამირანაშვილი
სეს–მა ახალციხის ბაზარი კიდევ ერთხელ შეამოწმა
ახალციხის ბაზარი დაკეტილია [ფოტო]
‘ნახევარი პროდუქტი გადავყარე’– მოვაჭრეები ახალციხის ბაზრის გახსნას ითხოვენ
ახალციხის ბაზარმა ყველა რეკომენდაციის შესრულება ვერ შეძლო
ახალციხის და ბორჯომის ბაზრები ისევ დაკეტილია
ახალციხის ბაზარს ახალი დირექტორი ჰყავს