FM97.5 / LIVE

N37 ახალციხის საოლქო კომისიაში შემაჯამებელი ოქმი შედგა

მთავარიპოლიტიკა 02.11.2013
N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი ისე შედგა, რომ მასში განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა.

N37 ახალციხის საოლქო კომისიაში შემაჯამებელი ოქმი შედგა
შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, რომელსაც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ხელი უკვე მოაწერეს, 35,120 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 18,014 მიიღო.

პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის მიცემული ხმების რაოდენობა კი ასე გადანაწილდა:

თამაზ ბიბლიური - 8
გიორგი ლალუაშვილი - 21
სერგო ჯავახიძე - 16
კობა დავითაშვილი - 70
დავით ბაქარაძე - 5 141
აკაი ასათიანი - 12
ნინო ჭანშვილი - 36
თეიმურაზ ბობოხიძე - 7
შალვა ნათელაშვილი - 334
გიორგი თარგამაძე - 345
ლევან ჩაჩუა - 18
ნესტან კირთაძე - 12
გიორგი ჩიხლაძე - 10
ნინო ბურჯანაძე - 1 805
ზურაბ ხარატიშვილი - 29
მიხეილ სალუაშვილი - 15
ქართლოს ღარიბაშვილი - 11
მამუკა ჭოხონელიძე - 1
ავთანდილ მარგიანი - 2
ნუგზარ ავალიანი - 4
მამუკა მელიქიშვილი - 10
თეიმურაზ მჟავია - 16
გიორგი მარგველაშვილი 9 788

„განსხვავებული აზრი შემაჯამებელ ოქმში არ დაფიქსირებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემაჯამებელ ოქმს ყველა კომისიის წევრი ეთანხმება“, - განაცხადა სხდომის დასრულებისას N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თეა გავაშელმა.

რაც შეეხება საოლქო კომისიის მიერ განხილულ საჩივრებს, ოლქში განსახილევლად 25 საჩივარი შევიდა.

„საჩივრები იყო შემოსული შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებთ. ასევე ოქმებს აკლდა ორნაკვეთურიანი ბეჭედი, ასეთ უბნებზე თავმჯდომარეებსა და მდივნებს დაეკისრათ დისციპლინური პასუხსმგებლობა შენიშვნისა და გაფრთხილების სახით“, - გვიხსნის N37ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტი კარაპეტ კირაკოსიანი.

საოლქოში შესული 25 საჩივრიდან მხოლოდ ნაწილი დაკმაყოფილდა. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განესაზღვრა შენიშვნა N19 საძელის , N22 ურავლის, N33 ვალეს, N13 ანდრიაწმინდა, N10 ვალეს, N2, N27, N31, N29 ახალციხის უბნების მდივნებსა და თავმჯდომარეებს. ასევე N10 ვალეს საარჩევნო უბანზე გაიხსნა და ხელახლა გადაითვალა დალუქული პაკეტები.

[SKnews.ge]


21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2020 მეუფე სერაფიმე ჟურნალისტებს – ძალიან აღგზნებულები ხართ

21.09.2020 21 სექტემბერი სომხეთის დამოუკიდებლობის დღეა

21.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

20.09.2020 ‘მე მიმიღეს’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის საოლქომ 16 საჩივრიდან 10 განუხილველი დატოვა
"სამართლიანმა არჩევნებმა" ახალციხის საოლქო  კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა
N38–ე ადიგენის საოლქო კომისიაში ერთი საჩივარი შევიდა
სამცხე–ჯავახეთში არჩევნებზე 18 საჩივარი დაიწერა
სასამართლომ ახალციხის საოლქო კომისიის ორი ოქმი ბათილად ცნო
ახალქალაქში გადასწორებულ შემაჯამებელ ოქმებზე საჩივრები ჯერ არ განუხილავთ
სამცხე–ჯავახეთის სამ ოლქში ენმ–ს წევრებმა შემაჯამებელ ოქმებს ხელი არ მოაწერეს