FM97.5 / LIVE

ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატი დაასახელა

მთავარიპოლიტიკა 02.11.2013
საქართველოს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატი დაასახელა
საზოგადოებას კანდიდატი ივანიშვილმა დღეს, 2 ნოემბერს, "ქართული ოცნების" ოფისში წარუდგინა.

"როგორი მენეჯერია და როგორი მენეჯმენტი შეძლო თქვენ ნახეთ, ალღო აუღო პოლიციას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილის წარდგენისას, - "ვისაც დაგრჩენიათ ობიექტურობა, ვისაც "ნაციონალებისგან" არ გადაგდეგიათ კრიტიკა კრიტიკისთვის, ვისაც ელემენტარული მადლიერების განცდა დარჩა, არ შეიძლება არ შეიმჩნიოს როგორი პოლიცია გვყავს ჩვენ დღეს და რა თქმა უნდა ეს იყო ირაკლი რარიბაშვილის დამსახურება, ლომის წვლილი აქვს მას ამაში შეტანილი".

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თქვენს მიერ დაწყებული გზა წარმატებულად გავაგრძელო", - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა და კოალიციას და საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილს მისი შემცვლელი არ დაუსახლებია. როგორ მან განაცხადა, ამ თემაზე ჯერ კონსულტაციები გაგრძელდება.

ირაკლი ღარიბაშვილი 31 წლისაა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით (1999-2004 წწ). 2005 წელს თსუ-ში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა (2005 წ); გარდა ამისა, განათლება მიღებული აქვს პარიზის სორბონის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით (2002-2004 წწ);, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, 2012 წლის თებერვალი-ოქტომბერში ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი იყო.

ასევე, 2012 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი;
2009-2012 წწ. - შპს "ქართული ოცნების" დირექტორი;
2007-2012 წწ. - სს "ბანკი ქართუ"-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
2006 წ. - საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი;
2005-2012 წწ. - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ"-ს გამგეობის თავმჯდომარე. გენერალური დირექტორი;
2005-2008 წწ. - სააქციო საზოგადოება "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის თანაშემწე;
2005 წლის მაისი-ოქტომბერი - შ.პ.ს. "ბურჯი"-ს (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2004-2005 წწ. - შპს "ბურჯი"-ს (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერი;
2001-2002 წწ. - საქართველოს პარლამენტი, სტაჟიორი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

09.11.2019 აუქციონზე კურორტ აბასთუმანში სამი მიწის ნაკვეთი 584 000 ლარად გაიყიდა

09.11.2019 ოლავერდის სკოლაში 40 000 ლარად საპირფარეშო გააკეთეს, მაგრამ ვერ იყენებენ

09.11.2019 თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
სასაზღვრო პოლიციის უფროსად თემურ კეკელიძე დაინიშნა
ბიძინა ივანიშვილი: 'პარტიას საიმედო ხელში ვტოვებ'
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იქნება
გახარია, ღარიბაშვილი, გომელაური –'ქართული ოცნების' მიერ წარდგენილი მინისტრობის კანდიდატები
ვინ არიან "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრები
დავით ბაქრაძე ახალციხესა და ნინოწმიდაში კანდიდატებს წარადგენს