FM97.5 / LIVE

კათოლიკე ეკლესიაში სააღდგომო ღამისთევის წირვა მრევლის გარეშე აღევლინა

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.04.2020
საქართველოში არსებულ კათოლიკურ ეკლესიებში, სააღდგომო ღამისთევის წირვა, "კომენდანტის საათის" გათვალისწინებით, საღამოს 21:00 საათამდე დასრულდა. მსახურება სასულიერო პირებმა მრევლისგან დაცარიელებულ ტაძრებში აღავლინეს.

კათოლიკე ეკლესიაში სააღდგომო ღამისთევის წირვა მრევლის გარეშე აღევლინა

კათოლიკე ეკელსია აღდგომის დღესასწაულს 12 აპრილს აღნიშნავს. დღეს, 11 აპრილს კი, მრევლის დაუსწრებლად, ტაძრებში სააღდგომო ღამისთევის წირვა აღევლინა.

სასულიერო პირებმა კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორის, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს დეკრეტში გათვალისწინებული მითითებების მიხედვით, წირვა 21:00 საათამდე დაასრულეს.

მსახურება თითქმის ცარიელ ტაძრებში შესრულდა, დეკრეტის მიხედვით, მასზე დასწრება მხოლოდ შვიდ ადამიანს შეეძლო:

„ყოველმა წინამძღვარმა, საკომენდანტო საათის გათვალისწინებით, (მის დაურღვევლად) აღასრულოს მსახურება თავის ეკლესიაში. ყოველგვარი გამეორების გარეშე. მსახურების ღირსების შესანარჩუნებლად, მწირველი მღვდლის გვერდით შეიძლება იყოს მაქსიმუმ: ერთი დიაკონი, ერთი მინისტრანტი, ერთი წამკითხველი, ორი მგალობელი და ერთი ორღანისტი (სულ 7 პირი)“, - ვკითხულობთ დეკრეტში.

მორწუნეებს საშუალება ჰქონდათ, თბილისის საკათედრო ტაძარში აღვლენილი წირვისთვის თვალი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერის საშუალებით ედევნებინათ. აქ საპასექო ღამისთევის მსახურება ეკლესიის ეპისკოპოსმა აღავლინა.

ხვალ, 12 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე კათოლიკური ტაძრები პირადი ლოცვისთვის გაიღება. მორწუნეებს 10-15 წუთის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის პირობების გათვალისწინებით, შეუძლიათ შიგ შესვლა და ლოცვა.

კათოლიკე ეკლესიაში სააღდგომო ღამისთევის წირვა მრევლის გარეშე აღევლინა

კათოლიკე ეკლესიაში სააღდგომო ღამისთევის წირვა მრევლის გარეშე აღევლინა

კათოლიკე ეკლესიაში სააღდგომო ღამისთევის წირვა მრევლის გარეშე აღევლინაფოტოები - ადიგენის, სოფელ არლის წმ. იოსების სახელობის ეკლესიიდან

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

სააღდგომო წირვას კათოლიკურ ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ
კათოლიკე ეკლესიაში ბზობის წირვა მრევლის მონაწილეობის გარეშე აღევლინა [ფოტო/ვიდეო]
სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ
სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]
აღდგომის ღამისთევა ამაღლების ტაძარში [Video]
კათოლიკე ეკლესია დღეს აღდგომას აღნიშნავს [Photo]
აღდგომის მსახურების დეტალები ხვალ გახდება ცნობილი - საპატრიარქო