FM97.5 / LIVE

შეფერხებული ოპერაციები და ურთიერთბრალდებები ახალციხის საავადმყოფოში [Video]

მთავარისაზოგადოება 01.11.2013
რატომ შეფერხდა დღეს, 1 ნოემბერს, დილით, ახალციხის სამედიცინო დაწესებულება „უნიმედი სამცხეში“ გუშინ დაგეგმილი ოპერაციები; რაში ადანაშაულებენ ექიმები „ჩემი ოჯახის კლინიკას“ და რაში ხედავენ ექსპერტები გამოსავალს.

შეფერხებული ოპერაციები და ურთიერთბრალდებები ახალციხის საავადმყოფოში [Video]
შეფერხებული ოპერაციები

ახალციხის სამედიცინო დაწესებულება „უნიმედი სამცხეში“ დღეს, 1 ნოემბერს, დილით საოპერაციოდ გამზადებულ პაციენტებს, რომელთაც ყელ-ყურ-ცხვირის ოპერაცია უნდა ჩატარებოდათ, ანესთეზიოლოგის პროტესტის გამო, რამდენიმე საათი ალოდინეს.

ანესთეზიოლოგმა ანაზღაურების არასრულად ჩარიცხვა გააპროტესტა და განაცხადა, რომ მუშაობას არ დაიწყებდა, ვიდრე კუთვნილი თანხა ანგარიშზე არ ექნებოდა. მას დღეს ანესთეზია გეგმიურ ოპერაციებზე უნდა ჩაეტარებინა.

რაში ადანაშაულებს მენეჯერი ანესთეზიოლოგს

"უნიმედი სამცხეს“ მენეჯრი ანაზღაურების დარიცხვისას შექმნილ ხარვეზებს არ უარყოფს და ამბობს, რომ ხარვეზი დღეს უნდა გამოსწორებულიყო და ეს ანესთეზიოლოგმა დილიდან იცოდა.

„ერთმა ექიმმა, ამბროსი მოდებაძემ, უარი განაცხადა მუშაობაზე, სანამ არ ჩაერიცხებოდა დარჩენილი თანხა. მე მას დღეს დილით ვუთხარი, ამაზე მუშაობა დაწყებულია და დაგერიცხება-მეთქი“, - ამბობს დირექტორი.

ანესთეზიოლოგი: მენეჯერმა იცოდა რომ გაფიცვას ვაპირებდით

საწინააღმდეგოს ამბობს ანესთეზიოლოგი ამბროსი მოდებაძე. მისი თქმით, ანაზღაურების არასრულად ჩაირცხვებს ბოლო პერიოდში სისტემატური ხასიათი აქვს, რაც დღეს მის გარდა სხვა თანამშრომლებმაც გააპროტესტეს. მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ კი მათ მენეჯერი რამდენიმე დღის წინ გააფრთხილეს.

„ოთხი ადამიანი შევედით მენეჯერთან და გავაფრთხილეთ. გარდა ამისა, გუშინ საღამოსაც ვუთახარი, რომ თუ ხარვეზი არ გასწორდებოდა, არ ვიმუშავებდი. დღეს არ შემიფერხებია სასწრაფო ოპერაციები, გამოსავალი არ მქონდა, ასე რომ არ მოვქცეულიყავი, თანხა არ ჩაირიცხებოდა“, - ამბობს იგი.



პრობლემები საავადმყოფოში

კომენტარისგან თავს იკავებენ, მაგრამ პირად საუბრებში დაწესებულების სხვა ექიმებიც ამბობენ, რომ მსგავსი პრობლემები საავადმყოფოში ხშირია. გარდა ამისა, სულ სხვა შინაარსის ხელშეკრულებებზე აქვთ მათ ხელი მოწერილი და სინამდვილეში სხვა, გაცილებით ნაკლები ოდენობის თანხას იღებენ. მათი თქმით, მიმდინარე თვეში ხელფასები უმეტესობას დანაკლისით ჩაერიცხა.

რამდენ თანამშრომელს ჩაერიცხა ხელფასი დანაკლისით, გარდა ამბროსი მოდებაძისა, ფინანსური მენეჯერი ვერ გვიკონკრეტებს.

„ჩემთვის არავის მოუმართავს ანესთეზიოლოგის გარდა“, - ამბობს იგი.

„ხარვეზები იყო, მაგრამ ფინანსური გუნდი დღე და ღამე მუშაობს და ყველაფერი სწორდება“, - აცხადებს საავადმყოფოს მენეჯერი და ირწმუნება, რომ დღეს სხვა მომსახურებები არ შეფერხებულა.

მენეჯერი ირწმუნება, რომ დღეს საავადმყოფოში გაფიცვა არ მომხდარა და მოდებაძეს საბოტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს. მოდებაძე კი ამბობს, რომ მართალია ინტერვიუს გამო იგი შეიძლება სამსახურიდან გაუშვან, მაგრამ, იგი მართალია და არაფრის ეშინია.



ჯონი ჯანაშია: „დროა სადაზღვევოებმა დაიცვან შრომის კანონმდებლობა“

საქართველოს მედიცინის, ფარმაციის და სოციალური დაცვის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირების პრეზიდენტი ჯონი ჯანაშია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ექიმს არაფერი დაუშავებია, მას არ დაუყენებია პაციენტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ.

მისი თქმით, მედ-პერსონალს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

„აბა ერთი მენეჯერს და სადაზღვევოს მესვეურებს დააკლონ ხელფასები, როგორ ხასიათზე დადგებიან?! ექიმს არ ვამტყუნებ არცერთ ვარიანტში, მას ხომ სასწრაფო ოპერაცია არ შეუფერხებია და სიცოცხლე არ დაუყენებია საფრხის ქვეშ. შრომის კანონმდებლობა უნდა იცავდეს და დროა ამაზე იფიქრონ სადაზღვევოების მესვეურებმა. ექიმის ხარჯზე არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი, ექიმის უფლება რომ ირღვევა, ვინმე ამბობს ამას? ამ შემთხვევაში ექიმს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა“, - ამბობს ჯონი ჯანაშია.

ჯანდაცვის ექსპერტი: „სახელმწიფოს უნდა შეეძლოს სადაზღვევოზე ზემოქმედება“

ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი სასანია ამბობს, რომ ამ ვითარებაში რამდენიმე პრობლემა იკვეთება. პირველი, ადმინისტრაციის არასწორი მუშაობის, ადმინისტრაციას უნდა შეეძლოს უზრუნველყოს თანხების დროული ჩარიცხვა, უნდა აგვარებდეს პრობლემას სადაზღვევოსთან.

გარდა ამისა, მისი თქმით, აქ საქმე გვაქვს ეთიკურ პრობლემასთან, რაც უნდა გაირჩეს, როგორც ადგილობრივ, ლოკალურ დონეზე, ისე ცენტრალურ დონეზე: „ეს ძალიან მნიშვნლოვანი საკითხია და სამინისტროს დონეზე უნდა გადაწყდეს. რაც არ უნდა მოხდეს, საავადმყოფოში არსებული ადმინისტრაციული ხარვეზების გამო არ უნდა დაზარალდნენ პაციენტები. შესაძლოა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ მიადგა, მაგრამ, მათ მიიღეს ფსიქოლოგიური ტრავმა. პაციენტი დამნაშავე არ არის, თუ ადმინისტრაცია რამეს ვერ აგვარებს“.

რაც შეეხება კითხვას, რა როლი აქვს სახელმწიფოს და რა შეიძლება მოიმოქმედოს, როცა სადაზღვევო კომპანიის მფლობელობაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში მსგავსი პრობლემებია, ირაკლი სასანია ამბობს, რომ მას ყველა შემთხვევაში უნდა ჰქონდეს სადაზრვევო კომპანიაზე ზემოქმედების ბერკეტები.

„უნდა არსებობდეს რეგულაციები, თუ ვთქვათ სადაზღვევო სისტემატურად უგვიანებს პერსონალს ხელფასების გადარიცხვას, ლიცენზია უნდა ჩამოერთვას უბრალოდ. მთელს მსოფლიოში, სადაც სახელმწიფო სახსრებს მართავენ კერძო სადაზღვევო კომპანიები, ისინი ძალიან სერიოზული რეგულაციის ქვეშ არიან სახელმწიფოს მხრიდან. ყველა გადაცდენა შეიძლება დაუჯდეთ ლიცენზიის დაკარგვად, ეს ძალიან ადვილად რეგულირდება, უბრალოდ უნდა იყოს ნება და სურვილი ამის“, - აცხადებს ექსპერტი.

რაც შეეხება „უნიმედი სამცხეს“ მფლობელ კომპანია „ჩემი ოჯახის კლინიკას“, კომაპნიაში აცხადებენ, რომ მომხდარზე ოფიციალურ კომენტარს ხვალ გააკეთებენ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?

15.10.2019 ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

„უნიმედი სამცხეში“ საოპერაციოდ გამზადებულ პაციენტებს რამდენიმე საათი ალოდინეს
სხვა კლინიკაში მუშაობის გამო ‘უნიმედი სამცხედან’ ქირურგი გაათავისუფლეს
ბიზნესად ქცეული ჯანდაცვა
ახალციხის საავადმყოფოდან თანამშრომლები ისევ შეამცირეს
”უნიმედი სამცხეს” მედ-პერსონალი ტოვებს
'უნიმედი სამცხეს' ექიმების პროტესტი [Video]
„უნიმედი სამცხეს“ მშობიარეებს თვითმმართველობის საჩუქრები არ შეხვდათ