FM97.5 / LIVE

‘სამი მძიმე პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია’ - რატიანი

მთავარისიახლე, კორონავირუსი 11.04.2020
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში სამი მძიმე პაციენტია. ისინი ფილტვის ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებიან. მათგან ერთის, 81 წლის პირის მდგომარეობა, ყველაზე მძიმეა.

‘სამი მძიმე პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია’ - რატიანი

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 57 ინფიცირებულია. რვა პაციენტი რეანიმაციაშია, მათგან სამი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი 5 კი, სპონტანურ სუნთქვაზეა.

„სამიდან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. დანარჩენ ორ პაციენტთან კი მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია ვიტალური პარამეტრები. კრიტიკულ პაციენტთან კლინიკურად სახეზეა მწვავე ფილტვის დაზიანების სინდრომი, მწვავე გულის დაზიანების სინდრომი, მწვავე თირკმლის დაზიანების სინდრომი, ღვიძლის დაზიანების სინდრომი, რაც მიუთითებს, რომ არის მულტიორგანული უკმარისობა, ტარდება რეანიმაციული ღონისძებები, ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ“, - აცხადებს რატიანი.

მისივე თქმით, კლინიკაში მყოფი ორი ორსულისა და მათი ნაყოფების მდგომარეობა სტაბილურია.

„ერთ ქალთან გუშინ გავიდა 14 დღე და მოვიდა უარყოფითი პასუხი, დღეს განმეორებით გაიგზავნება ტესტი და თუ დღის ბოლომდე მოვიდა ისევ უარყოფითი, გაეწერება. 24-ე კვირაშია ქალბატონი“.

რაც შეეხება სამ მოზარდს, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, კლინიკური გამოვლინებების მხრივ.

კლინიკაში 37 პაციენტს მწვავე პნევმონია აქვს.

42 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც მძიმე იყო, დასტაბილურდა. „ჟანგბადის კონცენტრაცია მის ორგანიზმში სტაბილურია“.

11 აპრილის 12:00 საათის მდგომარეობით, stopcov.ge- ზე მონაცემები ასე გამოიყურება:

• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 233
• მათ შორის გამოჯანმრთელებული - 54
• მათ შორის გარდაცვლილი- 3
• კარანტინის რეჟიმში - 4672
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 373
• *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები- 3

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


14.07.2020 საფეხური: 'კითხვები რომ სომხურად იყოს, გამოცდას ყველა პედაგოგი ჩააბარებს' [აუდიო]

12.07.2020 აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ისტორიაში აბარებენ

11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.07.2020 სამცხე-ჯავახეთის რომელ სოფლებში დაიწყება 2020 წელს გაზიფიცირება

14.07.2020 გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება

13.07.2020 რამდენი ლარით დაჯარიმდებით გარემოს დანაგვიანებისთვის - ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები შევიდა

13.07.2020 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რაიმე დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? – პაატა იმნაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 55–დან 33 პაციენტს მწვავე პნევმონია აქვს
‘80 წლის ქალი, 79 წლის კაცი და ორსული გამოჯანმრთელდნენ’ - რატიანი
‘8 პაციენტი ეწერება კლინიკიდან’ - ლევან რატიანი
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
პირველ საუნივერიტეტო კლინიკაში კრიტიკული პაცინეტების რაოდენობა  შვიდამდე გაიზრდა
‘ეს ვირუსი ყველამ უნდა მოიხადოს’ - ლევან რატიანი
როგორია კოვიდინფიცირებულების მდგომარეობა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში