FM97.5 / LIVE

„უნიმედი სამცხეში“ საოპერაციოდ გამზადებულ პაციენტებს რამდენიმე საათი ალოდინეს

მთავარი 01.11.2013
ახალციხის სამედიცინო დაწესებულება „უნიმედი სამცხეში“ დღეს, 1 ნოემბერს, დილით საოპერაციოდ გამზადებულ პაციენტებს, ანესთეზიოლოგის პროტესტის გამო, რამდენიმე საათი ალოდინეს.

„უნიმედი სამცხეში“ საოპერაციოდ გამზადებულ პაციენტებს რამდენიმე საათი ალოდინეს
„უნიმედი სამცხეს“ ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში დღეს, 1 ნოემბერს, დილიდან, ყელ-ყურ-ცხვირის რამდენიმე ოპერაცია იყო დაგეგმილი. თუმცა, ოპერაციაზე წინა დღეებში შეთანხმებულ პაციენტებს რამდენიმე საათი ლოდინი მოუხდათ.

ანესთეზიოლოგმა ამბროსი მოდებაძემ, ანაზღაურების არასრულად ჩარიცხვის გამო მუშაობაზე უარი განაცხადა იქამდე, ვიდრე მის ანგარიშზე ხელფასის დანაკლისი თანხა სრულად არ ჩაირიცხებოდა.

„უნიმედი სამცხეს“ მენეჯერი ლადო გელაშვილი აცხადებს, რომ დილიდან საავადმყოფოში ყველა მომსახურება მუშაობს და ადმინისტრაცია პერსონალს მუშაობის სრულ პირობებს უქმნის. რაც შეეხება ამბროსი მოდებაძის ულტიმატუმს, ეს მისი მხრიდან საბოტაჟის მცდელობას ჰგავდა. მის ანაზღაურებას დაახლოებით 15% აკლდა მხოლოდ და მან იცოდა, რომ დანაკლისი დღეს უნდა დარიცხვოდა.

„ერთმა ექიმმა, ამბროსი მოდებაძემ, უარი განაცხადა მუშაობაზე, სანამ არ ჩაერიცხებოდა დარჩენილი თანხა. მე მას დღეს დილით ვუთხარი, ამაზე მუშაობა დაწყებულია და დაგერიცხება-მეთქი“, - ამბობს დირექტორი და ამატებს, რომ საავადმყოფოში ხელფასების დავალიანება არ არსებობს, შეიძლება არსებობს ხარვეზები, რომელზეც ფინანსური მენეჯერი მუშაობს. რაც შეეხება მოდებაძის დანაკლისს, ეს არ იყო იმ ოდენობის თანხა, რომ ექიმს მოვალეობის შესრულებაზე უარი ეთქვა.

მხოლოდ ამბროსი მოდებაძის თანხა დაირიცხა დაგვიანებით თუ დანარჩენი პერსონალისაც, ფინანსური მენეჯერი ვერ გვპასუხობს.

„ამბროსი მოდებაძის გარდა ჩემთვის სხვას მსგავსი პრეტენზიით არ მოუმართავს“, - ამბობს ინფორმაციის ადმინისტრირების მენეჯერი თეა ყულჯანიშვილი.

რა მოხდა საავადმყოფოში, რატომ შეფერხდა ოპერაციების დაწყება, დეტალებს "სამხრეთის კარიბჭე" არკვევს.

[SKnews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შეფერხებული ოპერაციები და ურთიერთბრალდებები ახალციხის საავადმყოფოში [Video]
„უნიმედი სამცხეს“ თანამშრომლები სამი თვის უხელფასობას აპროტესტებენ
10 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს
ექიმები ახალციხის საავადმყოფოდან ’ალდაგი ბისიაის’გასვლას ითხოვენ
„უნიმედი სამცხეს“ მშობიარეებს თვითმმართველობის საჩუქრები არ შეხვდათ
ექიმი: ‘ჯარისკაცს საავადმყოფოში ამოყვანამდე გული გაუჩერდა'
„უნიმედი სამცხეს“ ექთნებს ტესტირება ჩაუტარდებათ