FM97.5 / LIVE

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების ვადა ორი ფაქტორის გათვალისწინებით მოხდება – წულუკიანი

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 10.04.2020
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება მოხდება ორი ფაქტორის გათვალისწინებით, თუმცა ამ საკითზე ჯერ აქტიური მსჯელობა არ მიმდინარეობს.

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების ვადა ორი ფაქტორის გათვალისწინებით მოხდება – წულუკიანი

„ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა არის ვადიანი, როდესაც ის გამოცხადდა დაწესდა ვადა, ამ ვადის ამოწურვის მოახლოებასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა მსჯელობა იქნება კიდევ ერთხელ უფრო აქტიური. დღეს ეს მსჯელობა საწყის ეტაპზეა, მაგრამ აქტიური ჯერ არ არის, რადგან ვადა ჯერ კიდევ გვაქვს. როგორც კი დრო მოახლოვდება რა თქმა უნდა იქნება უფრო აქტიური და გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ორი ფაქტორის გათვალისწინებით: ეს არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, სადაც ჩვენ პროფესიონალების აზრს გავითვალისწინებთ და სხვადასხვა უწყებების მხრიდან წარმოდგენილი მოსაზრებები, იმის და მიხედვით, თუ რა არის ქვეყნისთვის საჭირო, რომ ისევ ეფექტურად გაგრძელდეს ვირუსთან ბრძოლა, როგორც ეს აქმდე ხდებოდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა დღევანდელ ბრიფინგზე.

წულუკიანის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხზე მსჯელობისას, გაითვალისწინებენ საზოგადოების დამოკიდებულებას შემოღებულ აკრძალვებთან დაკავშირებითაც.

„რა თქმა უნდა მხედველობაში ასევე მივიღებთ იმ კონკრეტულ დღეს საზოგადოების ქცევის მდგომარეობასაც. თუკი წესებს იცავს მხოლოდ საზოგადოების ერთი ნაწილი და დანარჩენი არ იცავს, გადაწყვეტილება შეიძლება იყოს სხვაგვარი, მაგარმ ეს დღეს არის მხოლოდ ვარაუდები, სპეკულაციები, მთავარი რაც შეგვიძლია დღეს ვთქვათ არის ის, რომ რა თქმა უნდა აქტიური და ყოვლისმომცველი მსჯელობა შედგება როგორც კი ამოწურვასთან გვექნება საქმე და ეს დღე ჯერ არ დამდგარა“, – აღნიშნა წულუკიანმა.

საქართველოში ერთთვიანი საგანგებო მდგომაროება 21 მარტს გამოცხადდა.

31 მარტიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი და „კომენდანტის საათია“ გამოცხადებული. მოქალაქეს, რომელიც დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს 3 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, ხოლო იურიდიულ პირს 15 000 ლარი.

ამავე თემაზე:

რას ღონისძიებები გატარდება საგანგებო მდგომარეობის დროს – პრემიერ–მინისტრის განმარტებები

COVID 19 - სიმპტომები და გავრცელება - რა უნდა ვიცოდეთ ახალ კორონავირუსზე

[sknews.ge]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით გახანგრძლივდება
საგანგებო მდგომარეობა არ გახანგრძლივდება – პრემიერი
საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 119 პირი დაჯარიმდა
'თუ ქვეითად მოსიარულეებმა წალეკეს ქუჩები, მივიღებთ სხვა ზომებს' – წულუკიანი
საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება – პრემიერი
სომხეთში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე იმსჯელებენ