FM97.5 / LIVE

აჭარაში კორონავირუსით 20 ინფიცირებულია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 10.04.2020
აჭარას ე.წ ქობულეთის კლასტერიდან COVID 19–ის ექვსი დადასტურებული შემთხვევა დაემატა. რეგიონში 20 ინფიცირებულია.

აჭარაში კორონავირუსით 20 ინფიცირებულია
NCDC- აჭარის სამმართველოს სამედიცინო პერსონალი, ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

„დღეს ჩვენ დამატებით მოვიძიეთ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 40 კონტაქტირებული პირი. ესენი გახლავთ დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები. ოჯახური და სხვა კონტაქტები, არასამედიცინო პერსონალი. მათგან იქნა აღებული რვა ლაბორატორიული კვლევის ნიმუში და აქედან ექვსი დადასტურდა. შესაბამისად ჩვენ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული ექვსი ახალი შემთხვევა გვაქვს. აღნიშნული შემთხვევები გადმოყავთ ბათუმის კლინიკა „მედალფაში“, ამ ეტაპზე იქ გვყავს 14 ძველი და ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ნიჟარაძის განცხადებით, კლინიკა „მედალფაში“ მყოფი ერთი პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, ხოლო ერთი ახალი შეყვანილი პაციენტი ამ დროისთვის შედარებით საყურადღებოდ ითვლება.

მისი თქმით, ე.წ ქობულეთის კლასტერიდან დაავადებული პირები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებიან, ერთი მათგანი კი არასრულწლოვანია.

„როგორც იცით, ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში მყოფი 108 პირი იყო გუშინ. დღეს დაემატა 40 და ანუ 148 გახდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელთან გვაქვს ჩვენ საქმე, მათ შორის ქობულეთის ქალაქის ტერიტორიასთანც. ზოგადად მიმდინარეობს ყველა კონტაქტის მოძიება და ეს პროცესი არ დასრულებულა. ვინაიდან ყველა დადსტურებული შემთხვევის კონტაქტებს განვიხილავთ. შესაძლოა კიდევ გაიზარდოს კონტაქტირებულთა რაოდენობა, ასევე ლაბორატორიული კვლევის ნიმუშების რაოდენობაც გაიზრდება“, – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

ასევე, ნიჟარაძის თქმით, გუშინ საკარანტინო სივრციდან ორი პირი, დედა–შვილი დაემატა, რომლებიც თბილისში გადაიყვანეს: „რამდენიმე ფაქტორის და მათი სურვილის გათვალისწინებით".

13:30 საათის მონაცემებით, აჭარაში 20 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 16 კლინიკაში იმყოფება ხოლო ოთხის ტრანსპორტირება ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

საქართველოში, COVID 19–ით ინფიცირების 230 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან სამი პაციენტი გარდაიცვალა, 54 კი გამოჯანმრთელდა. ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება 4 908 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 429.

დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტებიდან 52 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, აქედან შვიდის მდგომარეობა მძიმეა. 55 პაციენტია თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

ქვეყანაში COVID 19–ის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

[sknews.ge]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

აჭარაში კორონავირუსით ერთ წლამდე ბავშვი დაინფიცირდა
'COVID 19–ით ინფიცირებული 5 მცირეწლოვანი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა' – ინფექციონისტი
აჭარაში ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა
‘წუხელ ღამით 5 ახალი  შემთხვევა დაგვემატა’ – აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 55–დან 33 პაციენტს მწვავე პნევმონია აქვს
ბოჭორიშვილის კლინიკაში ექვსი ახალი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 6 მძიმე პაციენტია