FM97.5 / LIVE

როგორ ახერხებენ ვარჯიშს კარანტინში მყოფი სპორტსმენები [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 10.04.2020
კორონავირუსის გავრცელებამ მათი ცხოვრებაც შეცვალა, გადაიდო ჩემპიონატები, სპორტული დარბაზები კი, სადაც დროის უდიდეს ნაწილს ატარებდნენ, დაკეტილია. ძველი საბურავებისგან გაკეთებული „გრუშა“ და სოფლის სტადიონზე მოწყობილი „ტურნიკები“ – როგორ ცდილობენ ფორმის შენარჩუნებას ახალციხელი სპორტსმენები.

როგორ ახერხებენ ვარჯიშს კარანტინში მყოფი სპორტსმენები [ვიდეო]

სამბისტი, ბექა ბერძენიშვილი და შერეული ორთაბრძოლების სპორტსმენები, ამირან გოგოლაძე და გიორგი აკოშვილი, კორონავირუსის ეპიდემიის გამო ძირითად დროს სახლში ატარებენ. Covid 19-ის გავრცელების გამო, იძულებულები არიან დარბაზის ნაცვლად სტადიონზე, ან სახლში ივარჯიშონ.

ევროპის ჩემპიონი და საქართველოს ფალავანი ბექა ბერძენიშვილი თბილისიდან ახალციხეში, სოფელ წინუბანში დაბრუნდა, გარეთ იშვიათად გადის, თუმცა სხეულს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ახალციხელი სამბისტი საქართველოს ნაკრების წევრია, ამიტომ ვალდებულია ყოველდღიურად ივარჯიშოს და ინფორმაცია მწვრთნელს მიაწოდოს.

„თბილისში ვიყავი და როცა კარანტინის რეჟიმზე გადავედით წამოვედი სოფელში. სოციალურ ქსელში სპეციალური ჯგუფი გვაქვს შექმნილი, ვინც პირველი ნომრები ვართ ჯგუფში ვაგდებთ ჩვენი ყოველდღიური ვარჯიშის ვიდეოებს, თუ ვინმემ არ ჩააგდო მწვრთნელი ინტერესდება და კითხულობს, რატომ და რა ხდება“, - ამბობს ბექა.

ვიდრე ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდებოდა, სპორტდარბაზში დღეში 6-7 საათის განმავლობაში ვარჯიშობდა, სახლის პირობებში მხოლოდ 2-3 საათს ახერხებს.

„სოფელში სტადიონია, ტურნიკებიც გვაქვს და ვვარჯიშობ ხოლმე. დავრბივარ დაახლოებით 40-50 წუთი“, - გვიყვება ბექა.

კორნავირუსის გამო ორი მნიშვნელოვანი შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობას გეგმავდა, შემოდგომისთვის გადაიდო.

„მარტში რუსეთში, ხარამპირის ტურნირში უნდა მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ აღარ ჩატარდა, მაისის შუა რიცხვებში ევროპის ჩემპიონატი გვქონდა და ისიც გადაიდო, სექტემბერში გადაიტანეს“, – ამბობს ბექა.

ცდილობს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინოს, დადის პირბადითა და ხელთათმანებით. სჯერა „ეს ყველაფერი მალე დასრულდება“.



პანდემიის დასრულებას და სპორტულ კარიერაში ყველა სურვილის ასრულებას ელოდება სამცხე-ჯავახეთის შერეული ორთაბრძოლების კლუბის წევრი, სპორტსმენი, ამირან გოგოლაძე. იგი უკვე ერთი თვეა ბორჯომის სოფელ დგვარში იმყოფება. მისი ოჯახი იქ ცხოვრობს.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსი ქვეყანაში დაფიქსირდა, კლუბმა დარბაზი დროებით დაკეტა. ვარჯიშის და ფიზიკური დატვირთვის გარეშე ფორმას დაკარგავს, ამიტომ დღეში დაახლოებით ორი საათი ვარჯიშობს. დილით ადრე დარბის, შემდეგ კი საკუთარი ხელით შექმნილ, ძველი საბურავებისგან გაკეთებულ ე.წ გრუშაზე ვარჯიშობს.
როგორ ახერხებენ ვარჯიშს კარანტინში მყოფი სპორტსმენები [ვიდეო]

„ბევრი მაღალი დონის ჩემპიონატი გაუქმდა, გერმანიაში ერთ-ერთ წარმატებულ ორგანიზაციას უნდა ჰქონოდა ჩემპიონატი, თუმცა შექმნილი ვითარების გამო გადაიდო. ვარჯიშის გარეშე მაქსიმუმ ერთი კვირა გავძლო“, - ამბობს ამირანი.

აპრილში უნდა შეხვედროდა, შერეული ორთაბრძოლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული ორგანიზაციის, UFC-ს წარმომადგენელს და დროებით ეს ამბავიც გადაიდო. ამირანი სწორედ ამ ორგანიზაციის სახელით ბრძოლასა და ქამრის მოპოვებაზე ოცნებობს.



შერეული ორთაბრძოლების კიდევ ერთი ჩემპიონი 23 წლის, გიორგი აკოშვილი წლებია უკრაინაში ცხოვრობს და სპორტული კარიერაც იქ აქვს.

უკრაინაში კორონავირუსი 1 892 ადამიანს აქვს დადასტურებული. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კარანტინია გამოცხადებული. გიორგი ამბობს, რომ ისე როგორც საქართველოში, უკრაინაშიც დაკეტილია ყველაფერი, მხოლოდ სასურსათო ბაზრები, მაღაზიები და აფთიაქები მუშაოებენ.

ძირითადად სახლშია, თუმცა იმისთვის რომ მუდამ ფორმაში იყოს ყოველდღე ვარჯიშობს. იმედი აქვს, რომ პანდემია მალე დასრულდება და ამიტომ ჩემპიონატისთვის მზად უნდა იყოს.

„ჩემი სახლის გვერდით სტადიონია და იქ ვვარჯიშობ ხოლმე. ძნელია, მაგრამ ფორმას მაინც ვინარჩუნებ. ძალიან მომენატრა ბრძოლის ჩატარება“, - ამბობს გიორგი.

პანდემიის გამო მისი რეჟიმი მხოლოდ ნაწილობრივ შეიცვალა, რადგან დროის დიდ მონაკვეთს ყოველთვის ვარჯიშს უთმობდა, სხვა დანარჩენისთვის კი დრო ნაკლები ჰქონდა.

საკუთარი ვარჯიშის ვიდეოებს კარანტინის რეჟმის დროსაც იღებს და ფეისბუქის გვერდზე დებს. ამბობს, რომ მისთვის სპორტი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

„ბვერი ჩემპიონატები მელოდა წინ. უნდა გავსულიყავი, ჯერ უკრაინის ჩემპიონატზე, კიევშიც უნდა ყოფილიყო. შემოთავაზებები საზღვარგარეთიდანაც იყო“.

ქალაქში, სადაც ის ცხოვრობს კორონავირუსის უკვე ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა, ამიტომ ბევრ რამეს ერიდება.

საქართველოს მსგავსად ხალხმრავლობა იქაც აკრძალულია, ორ კაცზე მეტი ერთად ქუჩაში არ დაიშვება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმაა.

არც პარკში სეირნობაა დასაშვები, ამიტომ თავის ორ მეგობართან ერთად მანქანით სეირნობს.

სპორტსმენებს იმედი აქვთ, რომ ყველაფერი მალე დასრულდება, მსოფლიო ამ გამოწვევასაც წარმატებით დაამარცხებს და ცხოვრებაც ძველ რიტმს დაუბრუნდება.



[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხელი სამბისტი ბექა ბერძენიშვილი ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას
'13 ლეგიონის' სპორტსმენი გერმანიაში იბრძოლებს
ავანგარდი: შერეული ორთაბრძოლების 22 წლის ჩემპიონი [აუდიო]
ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია
მე–13 LEGION-ის სპორტსმენი IFC–ის ქამრის მფლობელი გახდა
ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე იჭიდავებს
ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოში მსოფლიო ვიცე–ჩემპიონი გახდა