FM97.5 / LIVE

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 6 მძიმე პაციენტია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 09.04.2020
თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს, ცხრა აპრილს COVID 19–ით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი შეიყვანეს, აქედან ერთს მწვავე პნევმონია აქვს. კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ექვსი მძიმე პაციენტი მკურნალობს.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 6 მძიმე პაციენტია

კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე მათთან კორონავირუსით ინფიცირებული 54 პაციენტი იმყოფება.

„ექვსი პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სამი მართვით სუნთქვაზეა, სამი - სპონტანურზე. დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან ველოდებით ანალიზების პასუხს, რადგან ამ პაციენტების შემთხვევაში გასულია პროტოკოლით გათვალისწინებული დღეები", – განმარტა ლევან რატიანმა.

მისი ინფორმაციით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობას განაგრძობენ ორსული და მცირეწლოვანი ბავშვები, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

„ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი ყველა პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია და ამ ეტაპამდე არ დადასტურებულა არცერთი უარყოფითი კლინიკური გამოვლინება. სტაბილურია ორი ბავშვის და ორსული პაციენტების მდგომარეობაც".

საქართველოში 9 აპრილის 13:00 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 214 შემთხვევაა დადასტურებული. 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4 722 პაციენტი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 408. ინფექციას ქვეყანაში სამი ადამიანი ემსხვერპლა, სამივე მათგანი 70 წელს გადაცილებულია.

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან დღეის მდგომარეობით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 33 მკურნალობს, აქედან შვიდის მდგომარეობა მძიმეა, მათ ორმხრივი პნევმონია აქვთ.

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში COVID 19–ით სულ 13 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ხუთი მცირეწლოვანი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა.


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'COVID 19–ით ინფიცირებული 5 მცირეწლოვანი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა' – ინფექციონისტი
COVID 19–ით ინფიცირებული 2 ორსულის და 13 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 55–დან 33 პაციენტს მწვავე პნევმონია აქვს
კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია
ლევან რატიანი – სამი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია
‘ახალშობილებისა და ორსულების მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მართვადი’ - ლევან რატიანი