FM97.5 / LIVE

ბორჯომში ძაღლი მეთორმეტე სართულიდან გადმოაგდეს

მთავარისიახლე, შემთხვევა 08.04.2020
ქალაქ ბორჯომში კაცმა ძაღლი მე-12 სართულიდან გადააგდო. საქმეზე დაწყებულია ძიება.

ბორჯომში ძაღლი მეთორმეტე სართულიდან გადმოაგდეს

დაშავებული ძაღლი თბილისში, ვეტერინალურ კლინიკაში გადაიყვანეს. შინაურმა ცხოველმა დაზიანებები მიიღო, თუმცა როგორც გვითხრეს, გადმოგდებისას ნაძვებში გაიხლართა რამაც გადაარჩინა.

ძაღლის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თამუნა ლალიაშვილმა გაავრცელა.

"თბილისში, კლინიკა აიბოში ჩაუტარდა კვლევა, რენდგენოგრაფია და ეხოსკოპიური კვლევა, ექვსივე ლეკვი მკვდარია მუცელში, ელენთა დაზიანებულია, მრავალი სისხლჩაქცევები მუცელში და გემატომები, ასევე მარჯვენა მენჯ–ბარძაყის მოტეხილობა, ხვალ 2 საათზე ჩატარდება ურთულესი ოპერაცია, ძალიან მებრძოლი ცუგა აღმოჩნდა და ამიტომ მჯერა რომ გამოკეთდება", – წერს ლალიაშვილი.

„სამხრეთის კარიბჭეს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 259 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.

ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

პირი, რომელმაც ძაღლი მრავალსართულიანი კორპუსიდან გადააგდო, პოლიციამ უკვე დაკითხა.

[მარიამ ბარძიმაძე, ბორჯომი]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში მე–12 სართულიდან ძაღლის გადმოგდებისთვის 31 წლის კაცი დააკავეს
ახალციხეში ავარიისას 10 წლამდე ბავშვი დაშავდა
ასპინძაში ველოსიპედით მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა
ახალქალაქში ქალს მანქანა დაეჯახა
ახალციხეში 33 წლის ქალს მანქანა დაეჯახა
ავარია ბორჯომში – დაშავდა სამი ადამიანი
ცხოველების წამებაზე სასჯელის გამკაცრებას კომიტეტმა მხარი დაუჭირა