FM97.5 / LIVE

‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.04.2020
ახალციხეში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს, მსხვერპლთა მიმართვიანობა გაიზარდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მარინა მოდებაძის თქმით, საკარანტინო პირობებმა ფსიქოლოგიური ფონი დაამძიმა.

‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

კორონავირუსთან დაკავშირებული სრული საკარანტინო მდგომარეობის პირობებში, "სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოება" ოჯახური ძალადობის მსხვერპლებისთვის დახმარებას ონლაინ რეჟიმში ცდილობს.

ორგანიზაციის თავმჯდომარე, მარინა მოდებაძე ამბობს, რომ მომართვიანობა ბოლო პერიოდში გაიზარდა. ეს ის შემთხვევებია, როცა მსხვერპლი საუბრობს ძალადობის შესახებ, თუმცა არის კატეგორია, რომელსაც საუბარი არ სურს და არც რომელიმე ორგანიზაციას აკითხავს პრობლემით.

„ფსიქოლოგიური ფონი ძალიან დაძაბულია და ვეჭვობ, რომ სხვა რეგიონებშიც ასე იქნება. ახალციხეში, ჩვენთან მომართვიანობა მომატებულია 25%-ით, თუმცა შეიძლება უფრო მეტია, რადგან ბევრია დაფარული ფორმა, ისინი არ გამოდიან და არ გეუბნებიან. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ გაუძლებს ერთი კვირა, ორი კვირა და ხვალ შეიცვლება სიტუაცია, მაგრამ თუ გაგრძელდა პანდემია ასე, მსხვერპლი და მოძალადე ერთ სახლში დარჩნენ, ეს უეჭველად იფეთქებს“, - ამბობს მარინა მოდებაძე.

მისივე თქმით, გაზრდილია ფიზიკური ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობა, რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ძალადობას, ამის შესახებ თითქმის არც საუბრობენ: „ფიზიკურ ძალადობაზე ვლაპარაკობ, როცა უკვე ადამიანი ამბობს ამის შესახებ. ფსიქოლოგიურ ძალადობაზე მენტალიტეტიდან გამომდინარე არც საუბრობენ, თუმცა ახლა უკვე ამ საკითხზე ბევრი უწყება მუშაობს: არასამთავრობოები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახალხო დამცველი, მედია აშუქებს და ადამიანები უკვე ხვდებიან რა არის ფსიქოლოგიური ძალადობა, მაგრამ არ ლაპარაკობენ ამაზე, სანამ არ მივლენ ფიზიკურამდე“.

პანდემიის პირობებში, "სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოება", მსხვერპლთა დასახმარებლად ონლაინ რეჟიმში მუშაობს. მათ ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, იურისტის კონსულტაცია შეუძლიათ მიიღონ.

„მოძლადე რომ ჰყავს ქმარი, ადრე ის მიდიოდა და მთელი დღე მუშაობდა, შესაბამისად მსხვერპლი ვერ ხედავდა, ახლა სიტუაცია შეიცვალა. ქალი მიყვებოდა გუშინ, ონლაინ კონსულტაციისას, საღამოს, სანამ მოსულიყო ვიძინებდი, რომ არ დამენახა საერთოდო და ახლა სულ სახლში მიზისო. ახლა ისინი უბრალოდ ვეღარ აკონტროლებენ საკუთარ თავს და უფრო მეტი ფონია შექმნილი. ასევე რთული სიტუაციაა შემქნილი ჩვენთვის სამუშაოდაც. მაგალითად, გვაქვს გამოუვალი სიტუაციები, როცა ადამიანთან ვერ ხერხდება ონლაინ კონსულტაცია, სურს პირდაპირ დაგელაპარაკოს, ამისთვის გვაქვს ყველანაირი აღჭურვილობა. ერთჯერადი ხალათი, ბახილები, პირბადეები, ხელთათმანები, სპეციალური დამცავი ფარი და ისე ვღებულობთ“.

ოფიციალური მონაცემები, იმისა, თუ რამდენი პროცენტით გაიზარდა/შემცირდა ქვეყნის ან რეგიონის მასშტაბით ძალადობის შემთხვევები, ამ დრომდე უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე, სტატისტიკური მაჩვენებლები 15 თებერვლის შემდეგ აღარ განახლებულა. 15 თებერვლამდე კი, სამცხე-ჯავახეთში ძალადობის 13 შემთხვევა ფიქსირდება, აქვე აღნიშნულია, რომ ყველა მათგანი გახსნილია.

საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში, ძალადობის მსხვერპლთა მიმართვიანობა არ ყოფილა სახალხო დამცველის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ დეპარტამენტშიც.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, 8 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ომბუდსმენი პრიორიტეტად მიიჩნევს სახელმწიფოს მიერ დროული და ეფექტიანი რეაგირება მოხდეს ძალადობის შემთხვევებზე: „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მიმართვიანობა არ გაზრდილა, საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მასობრივი იზოლაცია და კომენდანტის საათის მოქმედება ზრდის ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკებს და ართულებს დაცვის და დახმარების სერვისებზე პირდაპირ წვდომას“, - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის, მათ შორის, მიმართვიანობის გაზრდილი რისკების საპასუხოდ, სახალხო დამცველი მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:

• მომზადდეს სპეციალური კამპანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, რათა ძალადობის მსხვერპლებს ხელი მიუწვდებოდეთ არსებულ დაცვისა და დახმარების ინფორმაციასა და სერვისებზე (ცხელი ხაზი, 112 აპლიკაცია) ონლაინ, მათ შორის უმცირესობების ენებზეც.

• სამართალდამცავი უწყების მიერ დროულად იქნეს შემუშავებული ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკის შეფასებისა და მონიტორინგის სპეციალური მეთოდოლოგია და ყველა საჭირო შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს მოძალადის განრიდების მექანიზმი.

• თავშესაფრებთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებულ იქნას იმ ძალადობის მსხვერპლთა მატერიალური დახმარების პაკეტები, ვინც თავშესაფარი დატოვა ან უნდა დატოვოს შეცვლილი ეკონომიკური რეალობის პირობებში.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ონლაინ სივრცეში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ახალციხეში შეხვედრა გაიმართება
სემინარი ოჯახში ძალადობის შესახებ ახალგაზრდებთან
კვირის აქცენტი: კარანტინი და ოჯახში ძალადობის შემთხვევები [ვიდეო]
სამცხე–ჯავახეთში ოჯახში ძალადობის ფაქტზე 135 შემაკავებელი ორდერი გაიცა
ოჯახში ძალადობის შესახებ გამომძიებელთა სპეციალიზაცია დაიწყო
ახალციხე ქალთა მიმართ ძალადობის კამაპანიას შეუერთდა
ფილმის ჩვენება და დისკუსია ოჯახში ძალადობის თემაზე