FM97.5 / LIVE

Covid-19 გავრცელება მსოფლიოში

მთავარისიახლე, კორონავირუსი 07.04.2020
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი იკლებს, ჩინეთში კი დღეს გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

Covid-19 გავრცელება მსოფლიოში
ფოტო:worldmeters.info

worldometers–ის 22:00 საათის მონაცემებით, ჩინეთში, სადაც ეპიდემია თავდაპირველად გავრცელდა, შემთხვევებთან ერთად მკვეთრად შემცირდა გარდაცვალების მაჩვენებელიც. COVID 19–ის ფართოდ გავრცელების შემდეგ, დღეს პირველად, ჩინეთში არცერთი გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის ქვეყანაში 81 740 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 77 167 გამოჯანმრთელდა, 3 331 კი გარდაიცვალა.

ყველაზე მეტი შემთხვევა, მსოფლიოს მასშტაბით აშშ–ია დაფიქსირებული. 386 104 შემთხვევიდან, დღეს 19 100 დაფიქსირდა. აქედან 21 316 გამოჯამრთელდა 12 242 კი ლეტალურად დასრულდა.

აშშ–ს შემდეგ ვირუსი ყველაზე ფართოდაა გავრცელებული ევროპის ქვეყნებში. თუმცა გარდაცვალების შემთხვევები აქაც, ჩინეთის მსგავსად კლებად იწყებს. იტალიაში, სამი აპრილის შემდეგ ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს, დღეის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 135 586 შემთხვევაა დადასტურებული საიდანაც 24 392 გამოჯამრთელდა. Covid 19-ით ყველაზე მეტი – 17 127 გარდაცვლილი ჩინეთშია.

შვიდი აპრილის მონაცემებით, ევროპაში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ესპანეთშია დაფიქსირებული. 140 511 ინფიცირებულიდან 43 208 გამოჯანმრთელდა, 13 897 ადამიანი კი გარდაიცვალა.

100 000–ს გადააჭარბა Covid-19 –ის შემთხვევებმა გერმანიაშიც, სადაც ვირუსის გავრცელებასთან ერთად იზრდება გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. დღეის მონაცემებით ქვეყანაში 106 504 ადამიანიდან 36 081 გამოჯანმრთელდა 1 941 კი გარდაიცვალა.
109 069 შემთხვევაა დაფიქსირებული საფრანგეთში, საიდანაც 19 337 გამოჯანმრთელდა, 10 328 კი გარდაიცვალა.

ახალი შემთხვევების რაოდენობა მცირედება ირანშიც, 31 მარტის შემდეგ ქვეყანაში ყველაზე ცოტა 2 274 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში ირანში 62 589 ინფიცირებული, 3 872 გარდაცვლილი და 27 039 გამოჯანმრთელებულია.

სხვა ქვეყნებში COVID 19–ის ასეთი მაჩვენებელია:

დიდი ბრიტანეთი: შემთხვევა – 55 242; გამოჯანმრთელებული – 135; გარდაცვლილი– 6 159;
თურქეთი: შემთხვევა–34 109; გამოჯანმრთელებული– 1 582; გარდაცვლილი – 725;
შვეიცარია: შემთხვევა –22 253; გამოჯანმრთელებული– 8 7–4; გარდაცვლილი – 821;
ბელგია: შემთხვევა 22 194; გამოჯანმრთელებული – 4 157; გარდაცვლილი – 2 035;
ჰოლანდია: შემთხვევა –19 580; გამოჯანმრთელებული 250; გარდაცვლილი 2 101;

ჯამში მსოფლიოში ვირუსით 1 410 095 ადამიანია ინფიცირებული, აქედან 300 739 გამოჯანრთელდა , 81 010 კი გარფაიცვალა.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


14.07.2020 საფეხური: 'კითხვები რომ სომხურად იყოს, გამოცდას ყველა პედაგოგი ჩააბარებს' [აუდიო]

12.07.2020 აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ისტორიაში აბარებენ

11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.07.2020 სამცხე-ჯავახეთის რომელ სოფლებში დაიწყება 2020 წელს გაზიფიცირება

14.07.2020 გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება

13.07.2020 რამდენი ლარით დაჯარიმდებით გარემოს დანაგვიანებისთვის - ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები შევიდა

13.07.2020 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რაიმე დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? – პაატა იმნაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მსოფლიოში Covid-19-ის შემთხვევებმა მილიონნახევარს გადააჭარბა
COVID-19 -ით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონს მიუახლოვდა
COVID-19: მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევებმა 2,5 მილიონს გადააჭარბა
კორონავირუსს მსოფლიოს 209 ქვეყანა ებრძვის
კორონავირუსით მსოფლიოში სამ მილიონზე მეტი დაინფიცირდა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა
მსოფლოში კორონავირუსით 200 000–ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა