FM97.5 / LIVE

‘დემოკრატ ქალთა საზოგადოების’ ექიმები პერსონალური დაცვის საშუალებებით აღიჭურვნენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.04.2020
ახალციხეში არსებულ გინეკოლოგიურ კლინიკას, რომელიც სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების ბაზაზე ფუნქციონირებს, მუშაობა არ შეუწყვეტია. მისი ექიმების პერსონალური სამედიცინო აღჭურვა ამერიკული ჯარის ჰუმანიტარული მისიისა და Spirit of America-ს ფინანსური ხელშეწყობით მოხდა.

‘დემოკრატ ქალთა საზოგადოების’ ექიმები პერსონალური დაცვის საშუალებებით აღიჭურვნენ

გინეკოლოგიური კლინიკაში სკრინინგ პროგრამის ფარგლებში, ქალებს სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. მისი თავმჯდომარის, მარინა მოდებაძის განმარტებით, პანდემიის პირობებში, მოქალაქეთა მიმართვიანობამ იმატა, შესაბამისად, ადმინისტრაცია ცდილობს პაცინეტებისა და მედ-პერსონალისთვის უსაფრთხო გარემო შექმნას:

„ეს არის ჩვენი თანამშრომლობა ამერიკული ჯარის ჰუმანიტარულ მისიასთან. გაგვიწიეს დახმარება და შევიძინეთ, ხალათები, ქუდები, ხელთათმნები, ბახილები, სათვალეები, პირბადეები, სანიტარული და სადეზინფექციო საშუალებები“, - ამბობს მარინა მოდებაძე.
მისივე თქმით, კლინიკაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოებიც, დამუშავდა სხვადსხვა სახის ქლორისშემცველი ხსნარით მყარი ზედაპირები, იატაკი, ინსტრუმენტები...

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს მომართვიანობის გაზრდაზეც. მისი თქმით, ბოლო პერიოდში დაახლოებით 20%-ით გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ქრონიკური დაავადებები აქვთ. მათ კითხვები ძირითადად კორონავირუსისგან თავდაცვის შესახებ აქვთ: „შეიძლება ადამიანს არ მოეწონოს სუნთქვა, ჰქონდეს თავის, ბეჭების, სახსრების ტკივილი, ყელის წვა. მოდიან და აინტერესებთ ვირუსი ხომ არ ექნებათ. გარდა ამისა, ვცდილობთ, ინფორმაცია გავავრცელოთ ჩვენი ვებ-გვერდის საშულებითაც. გვყავს ჩვენი პაციენტებიც, რომლებსაც შეიძლება ერთ თვიანი კურსი აქვთ დანიშნული და ამის შემდეგ უნდა მოვიდნენ ჩვენთან, მაგრამ ახლა მოდიან. მაგალითად, როცა აქვთ ძუძუს კიბო, კისტა, მიომა, საშვილოსნოს ამპუტაცია, საკვერცხის კისტა, გვეკითხებიან ეს დაავადება რომ მაქვს, რა უნდა ვქნა და თავი როგორ უნდა დავიცვაო, უამრავი შეკითხვა აქვთ“.

იმის გამო, რომ პაციენტების უსაფრთხოება დაეცვათ, ცენტრის ფსიქოლოგმა მუშაობა ონლაინ დაიწყო: „სამზე მეტი ადამიანის ყოფნა არ შეიძლება ოფისში და მომართვიანობა იმდენად დიდი იყო, რომ ფაქტობრივად ამას ვერ გავუმკლავდებოდით ჩვენ. როცა ადამიანი მოდის და ფსიქოლოფგიური პრობლემა აქვს, იმას ვერ ეტყვი, რომ გარეთ რიგში დადგეს, ამიტომ დისკომპორტი რომ არ იყოს, დავიწყეთ ონლაინ კონსულტაციები".

ამერიკის სამხედრო ჰუმანიტარული პროგრამა "ამერიკის სული", იგივე Spirit of America სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოებასთან 2018 წლიდან თანამშრომლობს.

‘დემოკრატ ქალთა საზოგადოების’ ექიმები პერსონალური დაცვის საშუალებებით აღიჭურვნენ

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში
ახალციხეში  შესაძლებელი გახდება კიბოს ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება
ახალციხეში პაპილომა ვირუსზე აცრები დაიწყო
ონკოლოგების შეფასებები ახალციხეში კიბოს ავადობის მაღალ მაჩვენებელზე
‘სამი პაციენტი არის პრობლემური, მდგომარეობა შეიძლება დაგვიმძიმდეს’ – მარინა ეზუგბაია
რა სიმპტომები აქვთ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს საქართველოში
ახალციხის კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობამ უმნიშვნელოდ იმატა