FM97.5 / LIVE

‘აგრარული ბაზრები მითითებული სტანდარტების მიხედვით შეძლებენ ფუნქციონირებას' – ლევან დავითაშვილი

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 07.04.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში არსებული აგრარული ბაზრები, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მუშაობას გააგრძელებენ.

‘აგრარული ბაზრები მითითებული სტანდარტების მიხედვით შეძლებენ ფუნქციონირებას' – ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ აგრარული ბაზრების დახურვა ვირუსის გავრცელების მაღალ რისკს უკავშირდებოდა. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე ისაუბრა.

„იქიდან გამომდინარე რომ ყოველდღიურად იცვლება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში, გადაწყვეტილებები მიიღება სწრაფად და ადეკვატურად იმ რისკიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს ქვეყანაში, მათ შორის გათვალისწინებულია ექიმების რეკომენდაციები. აგრარული ბაზრები დიდწილად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე წარმოადგენდნენ დაავადების გავრცელების მაღალი რისკის შემცველობას. აქედან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ძირითადი აგრარული ბაზრების ფუნქციონირება იქნება შეზღუდული, თუმცა იქნება გამონაკლისები, რისი გადაწყვეტილების შესაძლებლობაც ექნება ადგილზე არსებულ ჯგუფებს და შტაბებს, რომლებიც რეგიონის ჭრილში გუბერნატორებთნ ერთად არსებობს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი განმარტებით, აგრარული ბაზრების ფუნქციონირება დაკავშირებული იქნება მხოლოდ იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც სურსათის ეროვნულმა საგენტომ და ჯანდაცვის სამინისტრომ ერთობლივად შეიმუშავა.

„აქ სტანდარტით გათვალისწინებულია მთელი რიგი მოთხოვნები, რომელიც წაეყენება ბიზნეს ოპერატორს, ადმინისტრაციას ამა თუ იმ აგრარული ბაზრის ხელმძღვანელებს, რომ მათ მოახდინონ მკაცრად იმ წესების დაცვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების თავიდან აცილების მიზნით. ეს უკავშირდება მოვაჭრე პერსონალის სპეციალური დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფას, ჰიგიენური და სანიტარული პირობების მკაცრად დაცვას, სადეზინფექციო სამუშაოების მკაცრად დაცვას და ყოველდღიურად ჩატარებას, ეს უკავშირდება ადგილზე სანიტარული საშუალებების არსებობას, ასევე უკავშირდება თითოეული მოვაჭრის პერსონირების შესახებ ინფორმაციის, არსებობას და მათ იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას იმისთვის რომ მიკვლევადი იყოს მოვაჭრის პერსონალის წარსული საქმინობა და მათი კონტაქტები მათ შორის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა დავითაშვილმა.

ახალციხის აგრარულ ბაზარში გასულ შაბათ–კვირას, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, რის გამოც ორი დღით დაკეტილი იყო. ამ ეტაპზე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე აკრძალულია გარევაჭრობა, შიგნით კი რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში აგრარული ბაზრები  მომხმარებლებისთვის ღიაა
‘80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს’- მინისტრი
სამცხე-ჯავახეთში ახალქალაქის ბაზარი გაიხსნა - სეს

დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი
ლევან დავითაშვილი აგრარული ფაკულტეტის ახალი სასწავლო კორპუსის გახსნას დაესწრო [R]
ბორჯომის აგრარული ბაზარი გაიხსნა
ნინოწმინდაში აგრარული ბაზარი აშენდება