FM97.5 / LIVE

სააღდგომო წირვას კათოლიკურ ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 07.04.2020
საქართველოში არსებულ კათოლიკურ ეკლესიებში დიდი ხუთშაბათის, წითელი პარასკევის, სააღდგომო ღამისთევისა და აღდგომის კვირადღის ლიტურგიები მრევლის დაუსწრებლად შესრულდება. ეკლესიის ეპისკოპოსი მრევლს მოუწოდებს აღდგომის ორშაბათს საფლავზე გასვლისგან თავი შეიკავონ.

სააღდგომო წირვას კათოლიკურ ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

12 აპრილს, კათოლიკე ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის, ჯუზეპე პაზოტოს გადაწყვეტილებით კი, როგორც სააღდგომო ღვთისმსახურება, ასევე დიდი შვიდეულის, ანუ აღდგომამდე კვირის ყველა ლიტურგია მრევლის დაუსწრებლად შესრულდება.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ეკლესიის ეპისკოპოსმა უკვე სამი დეკრეტი გამოსცა. დოკუმენტის მიხედვით:

დიდი ხუთშაბათის, იგივე „უფლის სერობის“ წირვას მღვდლები საგანგებო ნებართვის მიხედვით, მრევლის დაუსწრებლად აღასრულებენ. არ შესრულდება ტრადიციული ფეხთბანვის რიტუალი.

წითელი პარასკევის მსახურებას, სასულიერო პირები ასევე მრევლის გარეშე აღასრულებენ. მითითების მიხედვით, ჯვრის თაყვანისცემის აქტში, ჯვარს ემთხვევა მხოლოდ ის პირი, რომელიც მსახურებას აღასრულებს. ტრადიციულად, ტაძარში გამოიტანენ ჯვარცმას, თუმცა ეპისკოპოსი მრევლს მოუწოდებს მასზე მთხვევისგან თავი შეიკავონ.

რაც შეეხება სააღდგომო ღამისთევის ლიტურგიას, დეკრეტის მიხედვით ყველა სასულიერო პირი ვალდებულია გაითვალისწინოს „კომენდანტის საათი“ და წირვა შესაბამისად აღავლინოს.

„ყოველმა მწირველმა საკომენდანტო საათის გათვალისწინებით (მის დაურღვევლად) აღასრულოს მსახურება თავის ეკლესიაში, ყოველგვარი განმეორების გარეშე. მსახურების ღირსების შესანარჩუნებლად, მწირველი მღვდლის გვერდით შეიძლება იყოს მაქსიმუმ: ერთი დიაკონი, ერთი მინისტრანტი, ერთი წამკითხველი, ორი მგალობელი, ერთი ორღანისტი (სულ 7 პირი)“, - ვკითხულობთ დეკრეტში.

აქვე განმარტებულია, რომ საპასექო ღამისთევის წირვა შესრულდება თბილისის საკათედრო ტაძარში და მისთვის თვალყურის დევნება მორწმუნეებს საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი არხი) ეთერის საშუალებით შეეძლებათ. წირვა 11 აპრილს, „კომენდანტის საათის“ გათვალისწინებით“, არა შუაღამით, არამედ 18:30 საათზე დაიწყება.

იმ შემთხვევაში, თუკი სასულიერო პირები ღამისთევის საპასექო წირვას სამრევლოებში აღავლენენ, ეპისკოპოსის მითითების მიხედვით, მათ არ უნდა შეასრულონ ტრადიციული, ცეცხლის დანთების რიტუალი და პროცესია (როცა ანთებული სანთლებით მორწმუნეები ტაძარს სამჯერ გარს უვლიდნენ).

რაც შეეხება აღდგომის კვირადღეს, კათოლიკური ტაძრები ღია იქნება, მორწმუნეების მხოლოდ პირადი ლოცვისთვის. ამისთვის თითოეულს 10-15 წუთი ექნება. შესაძლებელი იქნება ზიარების მიღება, შეცვლილი წესით.

„აღდგომის ორშაბათს არ მოხდეს საფლავზე გასვლა. თუკი წინამძღვარი შესაძლებლად მიიჩნევს, მას შეუძლია სასაფლაოს საკურთხებლად გავიდეს, ხალხის გარეშე და მთლიანი სასაფლაოს შემოვლის გარეშე“, - წერია დეკრეტში.

ასევე ეპისკოპოსის დეკრეტის საფუძველზე, 17 მარტიდან ეკლესიაში ზიარების წესი შეიცვალა, 20 მარტიდან კი ტაძრებში მრევლის მონაწილეობით წირვები შეწყდა.

5 აპრილს, მრევლის გარეშე აღევლინა ტაძრებში ბზობის სადღესასწაულო წირვაც.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ
კათოლიკე ეკლესიაში სააღდგომო ღამისთევის წირვა მრევლის გარეშე აღევლინა
კათოლიკე ეკლესიაში ბზობის წირვა მრევლის მონაწილეობის გარეშე აღევლინა [ფოტო/ვიდეო]
სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]
კათოლიკურ ეკლესიებში საჯარო ღვთისმსახურება აღდგა
სომხური სამოციქულო ეკლესია წირვას მრევლის გარეშე ჩაატარებს
სამებაში სააღდგომო ლიტურგია 'კომენდანტის საათის' დროს დაიწყება