FM97.5 / LIVE

ახალციხელი ახალგაზრდა, რომელიც უმუშევარი დარჩა დახმარებას ითხოვს [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 07.04.2020
ივანე ჭაღიაშვილი ახალციხეში, ფეხმძიმე მეუღლესთან და პატარა შვილთან ერთად ცხოვრობს. 25 წლის ახალგაზრდა აცხადებს, რომ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ ვეღარ მუშაობს და ოჯახის რჩენა უჭირს.

ახალციხელი ახალგაზრდა, რომელიც უმუშევარი  დარჩა დახმარებას ითხოვს [ვიდეო]

ივანე თვითდასაქმებული იყო და ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ შემოსავლის გარეშე დარჩა.

„სარეკლამო კომპანიაში ვმუშაობდი ერთი თვეა რაც წამოვედი და ჩემით დავიწყე ინდივიდუალურად რეკლამების კეთება, მაგრამ ეპიდემიის გამო დავრჩი ასე. ამასთან ერთად თანამედროვე პორტრეტებს ვხატავ, კომპიუტერულად ვაკლიპარტებ შემდეგ ვბეჭდავ, ზევიდან ვამდიდრებ საღებავებით“, – გვეუბნება ივანე და ამატებს, რომ მანამდე, თბილისში მუშაობდა. 6 თვით სამშვიდობო მისიით ავღანეთშიც მსახურობდა. მერე ოჯახი შექმნა და მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა.

ივანე ამბობს, რომ ახლა ოჯახში ლარიც არ აქვს შემოსავალი, ამიტომ საკუთარი პრობლემის შესახებ მან სოციალურ ქსელშიც დაწერა, რის შემდეგაც ახალციხის მერიიდან დაუკავშირდნენ: „დამირეკეს ახალციხის მერიიდან ვართო, დავხვდი და პარკით გადმომცეს ვაშლი, ასანთი, რვა ცალი ვაფლი, ერთი პეჩენია, ერთი კილოგრამი მაკარონი, შაქარი და ერთი თავი კომბოსტო, ამით თავს როგორ გავიტანთ ოჯახი?!“.

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ პროდუქტით სოციალურად დაუცველ კატეგორიას და იმ ადამიანებს ეხმარებიან, რომლებიც მათ უკავშირდებიან. ივანე ჭაღიაშვილის შემთხვევაშიც სოციალური ქსელით გაიგეს და დაეხმარნენ.

მერის პირველი მოადგილის, გურამ მელიქიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 500–ზე მეტ ოჯახს უკვე დაეხმარნენ. პროდუქტების ოჯახებზე გადაცემის სიხშირე კი შემოწირულობის რაოდენობაზეა დამოკიდებული.

„ცხელ ხაზზე, ვებგვრედზე, ფეისბუქზე გვიკავშირდებიან, სოციალური განყოფილება ადგილზე ამოწმებს მოქალაქეეებს და ვცდილობთ მაქსიმალურად დავეხმაროთ. ეს არის შემოწირულობები, ასევე მერია სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოყოფს თანხას და იმით ვყიდულობთ პროდუქტს. 15–20 ზარი ყოველდღიურად მარტო ჩემთან შემოდის, ვცდილობთ ყველას დავეხმაროთ და უყურადღებოდ არავინ დავტოვოთ“, – ამბობს გურამ მელიქიძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მოქალაქეებმა საჭიროების შემთხვევაში შემდეგ ნომრებზე უნდა დარეკონ: 591 44 97 43; (365) 22 08 08;



[გულო კოხოძე, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია არჩევნებამდე 2 დღით ადრე სოციალურ დახმარებას არიგებს
საოლქო კომისიის წევრები სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარნენ
უსამსახუროდ და სესხებით - სოფიო ბერიძე  დახმარებას ითხოვს
‘გაჭირვების გამო ბავშვი პანსიონატში ჩავაბარეთ’ – შეჭირვებული ოჯახი დახმარებას ითხოვს
ვარხანში სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება მოუხსნეს[Video]
ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ
‘დავეხმარეთ 15 ოჯახს, ქველმოქმედებას ვაგრძელებთ’ – NGO-ები ახალციხიდან