FM97.5 / LIVE

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტს პნევმონია აქვს, აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 07.04.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი 39 პაციენტიდან ერთი კვლავ კრიტიკულად მძიმე რჩება, ხოლო ექვსი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტს პნევმონია აქვს, აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

„ამჟამად ჩვენს კლინიკაში 39 პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმე რჩება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა რომლებიც ინტენსიურ თერაპიაზე იმყოფებოდნენ სტაბილურია და უკვე შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მძიმე პნევმონიით აღარ განიხილებიან, ასეთი ექვსი პაციენტი გვყავდა. გარდა ამ ექვსისა, ასევე 22 პაციენტს საშუალო სიმძიმის პნევმონია აქვს, რომლის მართვა უკვე თავის დაავადების დღეებიდან გამომდინარე ალბათ პროგნოზულად კეთილსაიმედო უნდა იყოს,“ – განაცხადა ეზუგბაიამ.


როგორც, ეზუგაბაია ამბობს ქვეყანაში დღეს დამატებული შვიდი პაციენტიდან, მათ კლინიკაში ერთი მოთავსდა.

„ამჟამად ქვეყანაში 195 დადასტურებული შემთხვევაა, ანუ შვიდი ახლი პაციენტი დაგვემატა, ამ შვიდიდან ჩვენთან არის ერთი, რომლის ინიფიცრების წყარო არის ამერიკა. პაციენტის მდგომარეობა არ არის მძიმე ჯერჯერობით. დღეს გაუკეთდება სრული კვლევები გაფართოვებული სახით და ამ კვლევების შეჯერებით და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით შვაფასებთ მის სიმძიმეს,“ – აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში შვიდი აპრილის 11:10 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 195 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 39 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4 708 პაციენტი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 370, გარდაიცვალა 2 ადამიანი.

პირველი გარდაცვალების ფაქტი საქართველოში 4 აპრილს დაფიქსირდა, მეორე პაციენტი კი 5 აპრილს გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შესულ ორ ახალ პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა
ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19–ით ინფიცირებულ 7 პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
COVID-19: ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა
ინფექციური საავადმყოფოს ოთხი ახალი პაციენტიდან ერთის წყარო ჯერ უცნობია