FM97.5 / LIVE

ასობით სტუდენტს სტატუსი აღარ შეუჩერდება

მთავარისაზოგადოება » განათლება 30.10.2013
სტუდენტებს, რომლებმაც ერთწლიანი სამხედრო სამსახური იმ პირობით გაიარეს, რომ სამსახურის მოხდის შემდეგ სწავლის გადასახადს სახელმწიფო დაუფინანსებდა, სტატუსი აღარ შეუჩერდებათ. მთავრობამ ამ სტუდენტებისთვის 160,000 ლარი გამოყო.

ასობით სტუდენტს სტატუსი აღარ შეუჩერდება
ამის შესახებ დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ იურისტებმა განაცხადეს. საქართველოს მასშტაბით, 100-ზე მეტ სტუდენტს, რომლებმაც სამხედრო სავალდებულო სამსახური იმ პირობით მოიხადეს, რომ სწავლის საფასურს მთავრობა დაუფინანსებდა, შესაძლებელი იყო სტუდენტის სტატუსი შეჩერებოდათ, რადგან გაურკვეველი იყო დააფინანსებდა თუ არა სახელმწიფო მათი სწავლის გადასახადს.

„აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს, არც ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული თანხები, რომლითაც დაფინანსდებოდნენ ბრძანებულების საფძველზე სამხედრო სავალდებულო სამსახურში ნამყოფი სტუდენტები. ვინაიდან, სწავლის საფასური ამ დრომდე არ იყო გადახდილი, ამ სტუდენტებს სტატუსის შეჩერება ემუქრებოდათ“, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ იურისტი ეკა აბაშიძე და ამატებს, რომ ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ასეთი სტუდენტების რიცხვი რამდენიმე ათეულია, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კი 11.

აღნიშნული პრობლემით „დემოკრატ მესხთა კავშირის“ იურისტებს ერთ-ერთი სტუდენტის ოჯახმა მიმართა, რის შემდგომაც იურისტებმა წერილით საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და თავდაცვის სამინისტროებს მიმართეს.

„2013 წლის 4 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტრომ გვაცნობა, რომ სტუდენტების დაფინანსება რეგულირდებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელიც ჯერ მიღებული არ იყო. ხოლო განათლების სამინისტროსგან ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია, რაც საქართველოს მთავრობის მეთაურთან გავასაჩივრეთ. არაოფიციალურ საუბრებში კი განათლების სამინისტრომ გვაცნობა, რომ მთავრობამ დადგენილების პროექტზე დაიწყო მუშაობა და პასუხს მისი მიღების შემთხვევაში გვაცნობებდა“, - ამბობს იურისტი მამუკა პარუნაშვილი.

იურისტების განმარტებით, საქართველოს მთავრობამ რეაგირება საკმაოდ ოპერატიულად მოახდინა. 2012 წლის 3 ოქტომბერს მიღებული N256 დადგენილების თანახმად, მთავრობის 2013 წლის 28 მარტის N66 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

„აღნიშნული დადგენილებით განისაზღვრა, რომ იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც 2012 წელს ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ხოლო 2012-2013 წლებში გაიარეს სამხედრო სავალდებულო სამსახური, სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა 160,000 ლარის ფარგლებში“, - განმარტავს ეკა აბაშიძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასობით სტუდენტს სტატუსის შეჩერება ემუქრება
შვიდ სტუდენტს შესაძლოა სტუდენტის სტატუსი შეუწყდეს
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სტატუსი 29 სტუდენტს შეუჩერდა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში წელს სტატუსი 82 სტუდენტს შეუჩერდა
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო  სავალდებულო სამსახურში აღარ გაიწვევს
სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო
ახალწვეულებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლისას სწავლაში ხელი არ შეეშლებათ