FM97.5 / LIVE

ახალციხეში, საქართველოს ბანკის სახელფასო ბარათიდან პირს ფული მოუხსნეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.04.2020
ახალციხელი ედუარდ აივაზიანი ამბობს, რომ სახელფასო ბარათიდან, მისი ნებართვის გარეშე, 385 ლარი ჩამოეჭრა და კრისტალბეთზე გადაირიცხა.

ახალციხეში, საქართველოს ბანკის სახელფასო ბარათიდან პირს ფული მოუხსნეს

ედუარდ აივაზიანის განმარტებით, თანხა საბანკო ანგარიშიდან გუშინ, ხუთ აპრილს, დღის მეორე ნახევარში ჩამოეჭრა. ამბობს, რომ კრისტალბეთზე დარეგისტრირებულია, თუმცა არ თამაშობს.

„გუშინ, ხუთ აპრილს შეტყობინებები მომივიდა 4444 ნომრიდან, რომ ჩემი ბარათიდან თანხა მოიხსნა. დარეგისტრირებული ვარ, მაგრამ არასდროს მითამაშია. შეტყობინებაში ჩანს რომ თანხა კრისტალბეთზე გადაირიცხა, მალევე იქიდანაც გაქრა თანხა, სად წავიდა არ ვიცი, მარტო 17 ლარის დაბრუნება შევძელი“,– ამბობს ედუარდ აივაზიანი.

მისი თქმით, ანაგარიშიდან 55 ლარი, 85 ლარი, 240 ლარი და 5 ლარი კრისტალბეთზე 16:27 საათზე, რამდენიმე წამიანი ინტერვალით გადაირიცხა.

„დავუკავშირდი საქართველოს ბანკს, მივმართე პოლიციას, გამომიძახეს დაკითხვაზე და გამოძიება დაიწყეს“,– ამბობს აივაზიანი.

საქართველოს ბანკში განაცხადეს, რომ თუ გამოძიებით დადგინდება, რომ თანხა ანგარიშიდან თაღლითობის გზით მოხსნეს, შეიძლება ბანკმა მომხმარებელს დანაკარგი აუნაზღაუროს. მაგრამ ამისთვის აღნიშნულ პირს, ბარათის დაცვის სერვისი უნდა ჰქონდეს ჩართული.

„ეს საკითხი ინდივიდუალურად განიხილება, გადამოწმდება დეტალები“,– გვითხრა საქართველოს ბანკის ოპერატორმა.

„სამხრეთის კარიბჭე" კრისტალბეთის წარმომადგენელსაც დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა: „ვერ მოგაწოდებთ ვერანაირ ინფორმაციას".

შსს–მ საქმეზე გამოძიება 284–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

„საქართველოს ბანკს“ ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო მოუგო
სააპელაციომ ‘საქართველოს ბანკის’ ყოფილი თანამშრომლის საქმე განიხილა
‘საქართველოს ბანკმა’ ყოფილ თანამშრომელს მორიგებაზე სააპელაციოშიც უარი უთხრა
დღის კითხვა:რა გზით უნდა დაზოგოს ახალციხის მერიამ თანხა[Video]
აწყურში 'ლიბერთი ბანკის' სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს
ახალქალაქში სახლი გაქურდეს
რა თანხა გაიხარჯა ახალციხის მერის სარეზერვო ფონდიდან