FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში 10 აპრილამდე უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.04.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ერთი კვირის განმავლობაში სამცხე–ჯავახეთის უმეტეს რაიონში წვიმა, ხოლო მაღალ მთაში თოვლია მოსალოდნელი.

სამცხე–ჯავახეთში 10 აპრილამდე უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

6 და 7 აპრილს მოსალოდნელია მცირე წვიმა.

ჰაერის ტემპერატურა ახალციხესა, ბორჯომსა და ასპინძაში დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამით +2, +4 გრადუსი.

მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლჭყაპი. ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში დღისით +5, +7 გრადუსამდე გათბება ჰაერის ტემპერატურა, ხოლო ღამით ტემპერატურა –1, –3 გრადუსი იქნება.

8 და 9 აპრილს მთელს რეგიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალციხეში, ბორჯომსა და ასპინძაში დღისით +14, + 16 გრადუსი, ხოლო ღამით ტემპერატურა მოიმატებს +3, +5 გრადუსამდე.

რაც შეეხება მაღალმთიან რაიონებს, ღამით ტემპერატურა შენარჩუნდება, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში ღამით მოსალოდნელია –1, –3 გრადუსი, ხოლო დღისით +10, +12 გრადუსამდე გათბება ჰაერის ტემპერატურა.

10 აპრილიდან მთელს რეგიონში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ბარში წვიმა, ხოლო მაღალმთაში თოვლჭყაპი. ახლაციხესა, ბორჯომში და ასპინძაში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +11, +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +2, +4 გრადუსი იქნება,
ტემპერატურა დაიკლებს ღამით ახალქალაქში, ბაკურიანსა და ნინოწმინდაში და 0–დან +2 გრადუსი იქნება, ასევე დაიკლებს დღისით ტემპერატურა +8, +10 გრადუსამდე.

11 და 12 აპრილს მთელს რეგიონში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, იქროლებს დასავლეთის მიმართულებით ქარი.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი დასვენების დღეებში სამცხე–ჯავახეთში

18.09.2020 ახალქალაქის მერიასთან სოფელ ოლავერდის მოსახლეობამ აქცია გამართა

18.09.2020 ნინოწმინდის მერიაში შვიდ პოზიციაზე 30 განაცხადი შევიდა

18.09.2020 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში იბრძოლებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 აპრილამდე სამცხე-ჯავახეთში
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 8 ივნისამდე
როგორი ამინდი იქნება 26 აპრილამდე
სამცხე–ჯავახეთში ტემპერატურა –5 გრადუსამდე დაეცემა
სამცხე–ჯავახეთში 2 მაისამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
4 დღის განმავლობაში სამცხე–ჯავახეთში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი
სამცხე–ჯავახეთში ერთი კვრის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი