FM97.5 / LIVE

კათოლიკე ეკლესიაში ბზობის წირვა მრევლის მონაწილეობის გარეშე აღევლინა [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.04.2020
დღეს, ხუთ აპრილს კათოლიკე ეკლესია ბზობას ზეიმობს, ტაძრებში ტრადიციული ბზის კურთხევის რიტუალი და სადღესასწაულო წირვა მრევლის მონაწილეობის გარეშე აღევლინა.

კათოლიკე ეკლესიაში ბზობის წირვა მრევლის მონაწილეობის გარეშე აღევლინა [ფოტო/ვიდეო]
ფოტო: არლის წმ. იოსების სახელობის ეკლესია

ბზობის დღესასწაულზე მორწმუნეები იესო ქრისტეს იერუსალიმში შესვლის დღეს იხსენებენ. იგი აღდგომამდე ერთი კვირით ადრე აღინიშნება.

ტრადიციულად, კათოლიკე ეკლესიაში, ბზობის დღესასწაულს თან სდევს ბზის ან ზეთისხილის ტოტების კურთხევის რიტუალიც. თუმცა წელს, პანდემიის გამო, არც რიტუალსა და არც სადღესასწაულო წირვაში მრევლი არ მონაწილეობდა.

ქვეყნის მასშტაბით, ყველა ეკლესია გაიღო მორწმუნეების პირადი ლოცვისთვის, ტაძარში შესვლა ერთდროულად მაქსიმუმ სამ ადამიანს, 10-15 წუთით შეეძლო. მსურველებისთვის ეკლესიის ეზოში განთავსდა ნაკურთხი ბზისა და პალმის ტოტები, რომელთა წაღებაც შეეძლოთ.

ბზობის დღესასწაულისა და აღდგომის კვირის შესახებ, 4 აპრილს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ სპეციალური, რიგით მესამე დეკრეტი გამოსცა, სადაც ნათქვამია, რომ არა მხოლოდ ბზობის დღესასწაული, არამედ დიდი ხუთშაბათის, წითელი პარასკევისა და სააღდგომო ღამისთევის ღვთისმსახურებებიც მრევლის გარეშე აღევლინება.

„ბზობის კვირადღეს, (5 აპრილს) მსახურება ჩატარდეს სამრევლოს ტაძრებში, უფლის იერუსალიმში შესვლა აღინიშნოს მარტივი ფორმით, პროცესიის გარეშე. იკურთხოს ტოტები (პალმის, ზეთისხილის ან ბზის) კონდაკში მოცემული რიტუალით. ნაკურთხი ტოტები დარჩეს ეკლესიაში, ნაწილი კი გადატანილი იქნას იმ ტაძრებში, სადაც მსახურება არ ჩატარდება, რათა მორწმუნეებს შეეძლოთ მოსვლა ამ დღის ან დიდი კვირის განმავლობაში და შექუჩების გარეშე მათი წაღება“, - ნათქვამია ეპისკოპოსის დეკრეტში.

თბილისის საკათედრო ტაძარში აღვლენილი წირვისთვის თვალის მიდევნება მორწმუნეებს ეკლესიის ფეისბუქ გვერდის „sabamedia” -ს საშუალებით შეეძლოთ.

ასევე ეპისკოპოსის დეკრეტის საფუძველზე, 17 მარტიდან ეკლესიაში ზიარების წესი შეიცვალა, 20 მარტიდან კი ტაძრებში მრევლის მონაწილეობით წირვები შეწყდა.


პირდაპირი თბილისის საკათედრო ტაძრიდან

კათოლიკე ეკლესიაში ბზობის წირვა მრევლის მონაწილეობის გარეშე აღევლინა [ფოტო/ვიდეო]
ფოტო: არლის წმ. იოსების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი ანდრეი გრაჩიკი

კათოლიკე ეკლესიაში ბზობის წირვა მრევლის მონაწილეობის გარეშე აღევლინა [ფოტო/ვიდეო]

კათოლიკე ეკლესიაში ბზობის წირვა მრევლის მონაწილეობის გარეშე აღევლინა [ფოტო/ვიდეო]
ფოტო: ვალის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია

კათოლიკე ეკლესიაში ბზობის წირვა მრევლის მონაწილეობის გარეშე აღევლინა [ფოტო/ვიდეო]
ფოტო: ვალის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

კათოლიკე ეკლესიაში სააღდგომო ღამისთევის წირვა მრევლის გარეშე აღევლინა
სააღდგომო წირვას კათოლიკურ ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ
კათოლიკე ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ
სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]
კათოლიკურ ეკლესიებში საჯარო ღვთისმსახურება აღდგა
ბზობის სადღესასწაულო წირვა ახალციხეში [ფოტო/ვიდეო]